სამხედრო ძაღლი კლინიკაში დაჭრილ ჯარისკაცს არ ტოვებს
სამხედრო ძაღლი კლინიკაში დაჭრილ ჯარისკაცს არ ტოვებს
ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ფოტო, სადაც აღბეჭდილია დაჭრილი ჯარისკაცი, რომელიც კლინიკაში უგონო მდგომარეობაში წევს. საოცარი კი არის ის, რომ მას გვერდიდან არ შორდება გერმანული ნაგაზი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დროს მასთან ერთად მონაწილეობდა.

როგორც ინტერნეტ პორტალი One Green Planet-ი წერს, სამხედროების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ძაღლმა არ დატოვა პატრონი და კლინიკაში მეგობრის გამოჯანმრთელებამდე რჩება.

Zooclub

ეს ფოტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ძაღლები არიან ყველაზე ერთგული არსებები, რომლებისთვისაც პატრონი ყველაზე ძვირფასია, ვინც ჰყავთ. იშვიათი შემთხვევა არ არის, როდესაც ძაღლს საკუთარი სიცოცხლის ფასად ადამიანები გადაურჩენია, მათ
შორის ომში ბრძოლის დროსაც.

ასევე იხილეთ:

ეს ერთგული ძაღლი ელოდება პატრონს, რომელიც ავტოავარიაში დაიღუპა

"გვაპატიეთ, რადგან
ჩვენ არ შეგვიძლია თქვენსავით სიყვარული და ერთგულება"


გედი ეხუტებოდა ადამიანს, რომელმაც გადაარჩინა

1
ღმერთო მიეცი ისეთი გონება ჩვენს სახელისუფლებო სტრუქტურებისთვის მებრძოლთ, როგორიც ამ ერთგულ ძაღლშია, რომ მიხვდნენ სამშობლოს უერთგულონ და არა თავიანთ პატარე ვნებებს ასე რომ აწუხებთ.
მანჩო
აი, ასეთი ერთგული მეგობარია ძაღლი! ყველას გისურვებთ უანგარო და ერთგულ მეგობარ ადამიანებს!
Temo
ძაღლი არის უერთგულესი, უანგარო, უსაყვარლესი მეგობარი!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?