error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/e968b0f012a67b9c9c62db2cbeb6e639.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ჯარისკაცი 3 წლის შემდეგ შეხვდა ძაღლს, რომელთან ერთადაც იბრძოდა (+ვიდეო)
ჯარისკაცი 3 წლის შემდეგ შეხვდა ძაღლს, რომელთან ერთადაც იბრძოდა (+ვიდეო)
როდესაც ჯარისკაცები მშობლიური ქვეყნიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით მიდიან, რათა იბძოლონ, მათ ენატრებათ ოჯახი, მეგობრები და ახლობლები. ისინი გრძნობენ მარტოობას და ყოველ დღეს იმაზე ფიქრში ატარებენ, ისევ შეხვდებიან თუ არა მათთვის საყვარელ ადამიანებს. ეს დიდი გამოწვევაა და მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი.

თუმცა,  მარტოობისა და სევდიანი ეტაპის დროს მათ ცხოვრებაში შესაძლოა გამოჩნდეს ისეთი მეგობარი, რომელთან ერთადაც ცხოვრების გაგრძელება სურდეთ.

ვანს მაქფერლანდიც ავღანეთის ომის მონაწილეა. ომის პერიოდში მას ყოველთვის გვერდით ჰყავდა ძაღლი, სახელად აიქორნი. ისინი ერთად იბრძოდნენ. ძაღლს არაერთხელ გადაურჩენია მისი სიცოცხლე.

ვანსს გადაწყვეტილი ჰქონდა
აიქორნის სახლში წაყვანა, თუმცა, გარკვეული პრობლემები შეექმნა და ვერ შეძლო. ის მარტო დაბრუნდა სახლში. მამაკაცი 3 წლის განმავლობაში ცდილობდა თავისი ოთხფეხა მეგობრის აშშ-ში ტრანსპორტირებას.

კეთილი ადამიანების დახმარებით, ძაღლი საბოლოოდ ვინსენტთან ჩაიყვანეს და მეგობრები ერთმანეთს შეხვდნენ.

ბედნიერებაა უპატრონო ცხოველისთვის, როცა უეცრად მზრუნველ პატრონსა და მოსიყვარულე ოჯახს იპოვის, სადაც დარჩენილ სიცოცხლეს უზრუნველად გაატარებს.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

სამმა ძაღლმა 50 ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა თვითმკვლელი ტერორისტისგან, თუმცა, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა...

"მინდა, ყველამ წაიკითხოს მისი ამბავი, რომ სხვა ძაღებსაც გაუმართლოთ"

ომში დაჭრილ ჯარისკაცს არ ჰქონდა იმედი, რომ თავის ლეკვს, რომელსაც ზურგჩანთით ატარებდა, ისევ შეხვდებოდა...
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?