"გვაპატიეთ, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია თქვენსავით სიყვარული და ერთგულება"
"გვაპატიეთ, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია თქვენსავით სიყვარული და ერთგულება"
უანგარო სიყვარული და ერთგულება - ალბათ ძაღლები ამ გრძნობების გასაზიარებლად მოევლინნენ ქვეყანას. 

არაერთ ცნობილ მწერალს მიუძღვნია ძაღლისთვის სულისშემძვრელი მოთხრობა, არაერთი ფილმი გადაღებულა, რომელიც ცხოველთა არამოყვარულსაც კი გულიანად აცინებს და მთელი გულით ატირებს.

შესაძლოა, ვერ ავხსნათ, თუ რას განიცდიან ისინი გარკვეულ მომენტში, თუმცა, ყველა პატრონი დაგვეთანხმება, რომ ძაღლი უერთგულესი არსებაა დედამიწაზე.

ჩვენ შევკრიბეთ ძაღლების ფოტოკოლაჟი, რომლებიც ცნობილი ციტატებით დავასათაურეთ:

მეგობრებს ვირჩევთ ჩვენ. საუკეთესოებს მხოლოდ დრო ტოვებს.

Zooclub

ძაღლი იმდენად ერთგულია, ზოგჯერ არ გვჯერა, რომ ადამიანი იმსახურებს ასეთ სიყვარულს. 

Zooclub

ძაღლი ერთადერთი მეგობარია, რომელიც
დაუფიქრებლად ყველგან თან გამოგყვება.

Zooclub

ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპ
არაკი, რადგან ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვით.

Zooclub

რა მნიშვნელობა აქვს? ცხოვრების მანძილზე ადამიანები მოდიან და ასევე მიდინ ჩვენგან, მთავარია, ვინ დარჩება გვერდით. რჩებიან მხოლოდ ერთეულები, რომლებსაც ნამდვილად უყვარხარხარ და ძვირფასი ხარ მათთვის.

Zooclub

ადამიანებმა ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ცხოველისგან, პირველ ყოვლისა, ერთგულება სიცოცხლის ბოლომდე.

Zooclub

ასევე იხილეთ:

"ღმერთო, დამეხმარე, გავხდე ისეთი ადამიანი, როგორიც ჩემს ძაღლს ვგონივარ"

10 ნიშანი, რომ თქვენ "ძაღლებზე გადარეული" ადამიანი ხართ

სინამდვილეში რას ფიქრობს ძაღლი პატრონზე?
ნანა-ს
ღმერთო რა მძიმეა. მათ მეექვსე გრძნობა აქვთ.. ისინი საოცრად გრძნობენ.. მათ უზომოდ უყვართ და ტკივილამდე ერთგულები არიან...
ნანა
ძმის შვილი გარდამეცვალა 11წლის (არხში დაიხრჩო).ჩემი ძაღლი ეტყობა გრძნობდა ამ ამბავს და მთელი ღამე ყმუოდა. გავედი ეზოში ღამის 3 საათი იყო, ვეძახი, ვეძებ მაგრამ არ მოდის. სიჩუმეში ყმუილის ხმას მივყევი და ბაღში ვნახე, ორმო ამოუთხრია და შიგ ჩაწოლილი ყმუოდა. ცუდად მენიშნა ეს ამბავი. აღარც დამეძინა.მთელი დღე არ გაჩერებულა არც ჭამდა და სვამდა. საღამოს გავიგე ეს უბედურება.ყველაფერმა რომ ჩაიარა მოვიცალე ძაღლისთვის. ეზოში რომ გამოვიდოდი მოვიდოდა თავს ჩამიდებდა კალთაში და ცრემლები ჩამოსდიოდა ღაპაღუპით.კარგი ძაღლი იყო მონადირე ისიც მომიკვდა მალევე. ორივემ დიდი სევდა მონატრება დამიტოვა.
თეა
ჩემი ძაღლებიდან ერთს განსაკუთრებულად უყვარდა დედა. დედა რომ გარდაიცვალა ძაღლები სახლში აღარ ყეფენ. უცნაურია, მაგრამ ასეა.
ნინო
კორპუსის ეზოში მეტისი გვყავდა, დეიდაჩემი ხშირად აჭმევდა ხოლმე... პირველად ლეკვები მე მაჩვენა და მიმაკარა ამ ძაღლმა.... დეიდაჩემი როცა გარდაიცვალა, მოვიდა სასუსნავისათვის... რა მოგცე, არაფერი არ მაქვს, ასეთი უბედურება დამემართა მეთქი - ვუთხარი და არ დაიჯერებთ, გვერდზე გადგა და ყმუილი მორთო.... იგლოვა.... მერე მოვიდა და ფეხზე თავი მომადო, მაწყნარებდა თავისებურად... არასოდეს დამავიწყდება ჩვენი ჯეკა..... აი, ასეთები არიან ძაღლები
megi
ამაოდ კი არაა ერთგულ ადამიანზე ნათქვამი: ძაღლივით ერთგულიაო. უენონი, უსიტყვონი, ბუნების საოცრებები არიან.....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?