10 თვის მანძილზე ამ ძაღლს აშიმშილებდნენ.. მისი გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ იყო, მაგრამ შეშინებულ თვალებში ჯერ კიდევ ანათებდა იმედი (+ვიდეო)
10 თვის მანძილზე ამ ძაღლს აშიმშილებდნენ.. მისი გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ იყო, მაგრამ შეშინებულ თვალებში ჯერ კიდევ ანათებდა იმედი (+ვიდეო)
ერთ საღამოს ეპანეთში (გრანადა) ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში ზარი შევიდა. ერთ-ერთმა მცხოვრებმა იპოვა ძაღლი, რომელიც სასწრაფო დახმარებას საჭიროებდა. ცხოველთა დამცველი ორგანიზაციის წევრები და ადგილობრივი თავშესაფრის თანამშრომლები დაუყოვნებლივ გავიდნენ მითითებულ მისამართზე.
Zooclub
ისინი შოკირებულები იყვნენ ნანახით! ძაღლი, რომელიც იპოვეს, როგორც ჩანდა, ისე საშინლად შიმშილობდა, რომ 7 კილოგრამს იწონიდა. ყოველი ძვალი ეტყობოდა. საბრალო ძაღლი მაშინვე ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს.
Zooclub
არ იყო, მაგრამ შეშინებულ თვალებში ჯერ კიდევ ანათებდა იმედი (+ვიდეო)" width="467" height="270" />
ძაღლი იმდენად გამოფიტული იყო, რომ თავისით ვერ გადაადგილდებოდა.
ვეტერინარებმა ბარილი დაარქვეს.
Zooclub
ძაღლს გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ ქონდა, მაგრამ მის შეშინებულ თვალებში ჯერ კიდევ ანათებდა იმედი.
Zooclub
არანაირ საკვებზე არ შეიძლებოდა საუბარი, რადგან ძაღლის შინაგანი ორგანოები ატროფირებული იყო, ამიტომ ბარილს წვეთოვანი დაუდგეს, რომელსაც ხელი
უნდა შეეწყო ნივთიერებათა ცვლისთვის. როდესაც ეს ეტაპი წარმატებით დასრულდა, მისი გამოკვება სცადეს.
თავიდან წყლისა და საკვების მცირე ულუფებით დაიწყეს - დღეში 5-6-ჯერ. ასე ბარილიმ რამოდენიმე კილოგრამით მოიმატა. იმის მიხედვით, თუ რამდენად იმატებდა ის წონაში, მატულობდა მისი რწმენა საკუთარ თავში.
Zooclub
ცხოველთა დამცველი აქტივისტები, რომლებმაც ბარილი გადაარჩინეს, ფიქრობენ, რომ ის 10 თვისაა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ძაღლი შიმშილობდა.
Zooclub

Zooclub
რამოდენიმე კვირის შემდეგ, როგორც კი ბარილმა მოიკეთა, უკვე შეიძლებოდა მისი ჯიშის გარკვევა. ის ბელგიური ნაგაზის მეტისი აღმოჩნდა და ახლა, როდესაც ძაღლი სრულიად გამოკეთდა უკვე შეგიძლიათ შეაფასოთ მისი სილამაზე. ბარილს მართლაც გაუმართლა, რადგან არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებდა ვეტერინარებს რომ დროულად არ მიესწროთ.
Zooclub
აქვე კარგ ამბავსაც შეგატყობინებთ. ბარილს ახალი სახლი და პატრონი გამოუჩნდა! ესპანელმა ედუარდო როდრიგესმა გადაწყვიტა ამ შესანიშნავი ძაღლის აყვანა. ბარილს ახალ ოჯახში ელოდა ედუარდოს ცოლი, შვილი და … 5 ძაღლი!
Zooclub
ბარილის ახალი ცხოვრება დაიწყო და ყველაფერი ცუდი, რაც მან გადაიტანა, სულ მალე დავიწყებას მიეცემა.
Zooclub
ყველაზე დიდი როლი ძაღლის გადარჩენაში შეასრულეს გულისხმიერმა ადამიანებმა, რომლებმაც ერთი ზარით პოლიციაში ძაღლი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნეს.

იხილეთ ვიდეო
gogishvili tamriko
ფერიცვალება საოცარია...მიხარია,ასეტი ადამიანების არსებობა....გაიხარონ
უცნობი
ვინც ძაღლი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა უნდა დააბა და აშიმშილო...
keke
რაკარგად გამოიყურება
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?