10 თვის მანძილზე ამ ძაღლს აშიმშილებდნენ.. მისი გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ იყო, მაგრამ შეშინებულ თვალებში ჯერ კიდევ ანათებდა იმედი (+ვიდეო)
10 თვის მანძილზე ამ ძაღლს აშიმშილებდნენ.. მისი გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ იყო, მაგრამ შეშინებულ თვალებში ჯერ კიდევ ანათებდა იმედი (+ვიდეო)
ერთ საღამოს ეპანეთში (გრანადა) ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში ზარი შევიდა. ერთ-ერთმა მცხოვრებმა იპოვა ძაღლი, რომელიც სასწრაფო დახმარებას საჭიროებდა. ცხოველთა დამცველი ორგანიზაციის წევრები და ადგილობრივი თავშესაფრის თანამშრომლები დაუყოვნებლივ გავიდნენ მითითებულ მისამართზე.
Zooclub
ისინი შოკირებულები იყვნენ ნანახით! ძაღლი, რომელიც იპოვეს, როგორც ჩანდა, ისე საშინლად შიმშილობდა, რომ 7 კილოგრამს იწონიდა. ყოველი ძვალი ეტყობოდა. საბრალო ძაღლი მაშინვე ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს.
Zooclub
არ იყო, მაგრამ შეშინებულ თვალებში ჯერ კიდევ ანათებდა იმედი (+ვიდეო)" width="467" height="270" />
ძაღლი იმდენად გამოფიტული იყო, რომ თავისით ვერ გადაადგილდებოდა.
ვეტერინარებმა ბარილი დაარქვეს.
Zooclub
ძაღლს გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ ქონდა, მაგრამ მის შეშინებულ თვალებში ჯერ კიდევ ანათებდა იმედი.
Zooclub
არანაირ საკვებზე არ შეიძლებოდა საუბარი, რადგან ძაღლის შინაგანი ორგანოები ატროფირებული იყო, ამიტომ ბარილს წვეთოვანი დაუდგეს, რომელსაც ხელი
უნდა შეეწყო ნივთიერებათა ცვლისთვის. როდესაც ეს ეტაპი წარმატებით დასრულდა, მისი გამოკვება სცადეს.
თავიდან წყლისა და საკვების მცირე ულუფებით დაიწყეს - დღეში 5-6-ჯერ. ასე ბარილიმ რამოდენიმე კილოგრამით მოიმატა. იმის მიხედვით, თუ რამდენად იმატებდა ის წონაში, მატულობდა მისი რწმენა საკუთარ თავში.
Zooclub
ცხოველთა დამცველი აქტივისტები, რომლებმაც ბარილი გადაარჩინეს, ფიქრობენ, რომ ის 10 თვისაა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ძაღლი შიმშილობდა.
Zooclub

Zooclub
რამოდენიმე კვირის შემდეგ, როგორც კი ბარილმა მოიკეთა, უკვე შეიძლებოდა მისი ჯიშის გარკვევა. ის ბელგიური ნაგაზის მეტისი აღმოჩნდა და ახლა, როდესაც ძაღლი სრულიად გამოკეთდა უკვე შეგიძლიათ შეაფასოთ მისი სილამაზე. ბარილს მართლაც გაუმართლა, რადგან არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებდა ვეტერინარებს რომ დროულად არ მიესწროთ.
Zooclub
აქვე კარგ ამბავსაც შეგატყობინებთ. ბარილს ახალი სახლი და პატრონი გამოუჩნდა! ესპანელმა ედუარდო როდრიგესმა გადაწყვიტა ამ შესანიშნავი ძაღლის აყვანა. ბარილს ახალ ოჯახში ელოდა ედუარდოს ცოლი, შვილი და … 5 ძაღლი!
Zooclub
ბარილის ახალი ცხოვრება დაიწყო და ყველაფერი ცუდი, რაც მან გადაიტანა, სულ მალე დავიწყებას მიეცემა.
Zooclub
ყველაზე დიდი როლი ძაღლის გადარჩენაში შეასრულეს გულისხმიერმა ადამიანებმა, რომლებმაც ერთი ზარით პოლიციაში ძაღლი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნეს.

იხილეთ ვიდეო
marina kintsuria.
ინტერნეტşი ვნახე ტუ როგორ ამზადებენ ქურქებს და სულის şემდზვრელი რამ ვნახე და ბევრი ვიტირე რას უşვებიან ტსხოველებს. ნეტავ აგკვეტავდეტ ქურქების ტსარმოებას ამგვარად.დზალიან მიკვარს ტსხოველები, მკავს ლაბრადორი şავი დზალიან çკვიანი დზაგლია და პისო რომელიტს დზალიან მიკვარან და უკვარვარ მატატს.
luxo-ს
დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის ახლაც გულში ჩამწვდომი და მრავლისმთქმელი იყო. პატივისცემით , მანანა-შ
luxo
მეც მაქვს უფლება . . . (გვიან მოსულებს-- ძვლები~(ბერძნული ანდაზა) -- საიდან მოვალ?!-- მეფურ გზებით ვიყავ მავალი, განგების ძალით, მბრძანებელი სოფელ -ქალაქის, ჯიშ და ჯილაგით დიდებულთა შთამომავალი, ხალხის პატრონი სვიანობით, სბრძნით, ბარაქით. -- საიდან მოვალ?!-- მიწის მუშა ვიყავ მარადის, უფლის განგაბით-- შემომქმედი ვიყავ ცხოვრების, ვხნავდი, ვთესავდი, არ ვქურდობდი, არ ვიპარავდი, სადაცა ვდგევარ , ამ ფიქრით და აზრით მოვედი. --საიდან მოვალ?!-- ქურდი მყავდა ყველა თაობა, დღესაც ქურდი ვარ, ნაქურდალს კი, უხვად ვარიგებ. მეც თიხა ვიყავ, თქვენნაირი არარაობა, მეც თავის ხელით გამომძერწა არსთა გამრიგემ. . . . . ოთხნი ვიყავით აზრობრივად, ამ ლექს რომ ვწერდი, მოულოდნელად, კიდევ ერთი შემოგვემატა, სულ პაწაწინა თაგუნია, წრუწუნა ერთი, აგვხედ-დაგვხედა, თითქოს მისი რამე გვემართა, მოიცუნცულა ნამცეცები, იქ რომ ეყარა, დაიწრუწუნა: --მეც, განგებამ შემქნა თქვენ გვარად. თქვენ გაჩენამდე, დედამიწა თაგვებს გვებარა. მერე, ჩამოჯდა ჩემ ფეხებთან გულ- ფეხ დაკრეფით, --მეც მაქვს უფლება, იქნებ თქვენზე, არა ნაკლები, გაგახსენებთ და, დავამატებ, რაც თქვეს ბერძნებმა, ჩვენ თუ გაგვწირავთ, თქვენ ძვლებიც კი, აღარ შეგხვდებათ! *
nino
ჩემმა შვილმაც იპოვა ამ მდგომარეობაში ზუსტად პიტბოლი 15 წლის წინატ და ისე მოუარა რომ 12 წელზე მეტი იცოცხლა.
მარინა
ჩვენს ოჯახსაც ჰყავდა ბელგიური ნაგაზი,ეს არის უერთგულესი,ძალიან გონიერი ძაღლი.ზოგჯერ ადამიანის სისასტიკეს საზღვარი მართლა არა აქვს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?