ის ერთი შეხედვით თითქოს არაფრით განსხვავებული ძაღლია, მაგრამ დააკვირდით კარგად
ის ერთი შეხედვით  თითქოს არაფრით განსხვავებული ძაღლია, მაგრამ დააკვირდით კარგად
ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა პირსინგი და ტატუირება: პირსინგი ცხვირზე , ტუჩზე... სპეციალისტები ყველაფრისთვის მზად არიან, რომ მომხმარებლის სურვილები დააკმაყოფილონ. 

თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც ჩარჩოებს სცდებიან. 30 წლის იტალიელმა მარია საბავემ საკუთარ ძაღლს პირსინგი გაუკეთა. ძაღლის ფოტო, რომელსაც ენაზე პირსინგი აქვს, სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა.

Zooclub

მარიას ლეკვი ტობია მსოფლიოში პირველი ცხოველია, რომელსაც ენაზე პრისინგი აქვს.
ამ ფაქტს ცხოველთა დაცვის წევრებისგან ნეგატიური კომენტარები მოყვა. ისინი ამბობენ, რომ ეს არის ცხოველის მიმართ ჩადენილი სისასტიკე.

Zooclub

"დიდი ხანია ამის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ  ყველა სპეციალისტი
უარს მეუბნებოდა. ამიტომ, სახლში მოვიმარაგე პირსინგის გასაკეთებელი ყველა საჭირო იარაღი და ჩემს ერთგულ ოთხფეხა მეგობარს
ენაზე საყურე თავად გავუკეთე. მადლობა დედაჩემის მეგობარს დახმარებისთვის."

მარიას კომენტარს იმდენად მკაცრი და უარყოფითი რეაქცია ჰქონდა სოციალურ ქსელში, რომ მას პროფილის გაუქმება მოუწია. ამასთანავე, ცხოველთა არაერთი დამცველი ცდილობს კანონით ცხოველებზე ტატუსა და პირსინგის გაკეთება აკრძალოს, მსგავსი ქმედება იყოს დასჯადი, როგორც ცხოველის მიმართ სასტიკად ჩადენილი დანაშაული.

ასევე იხილეთ:

გოგონამ საქმროს მოსთხოვა ძაღლი სახლიდან მოეშორებინა, ბიჭმა ამის შესახებ, გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა

სევდიანი ილუსტრაციები- ჩვენი ძაღლის ცხოვრების ეტაპები, რომელიც ყველა ძაღლის მფლობელს დააფიქრებს

11 ფაქტი: რა არ მოსწონთ ძაღლებს ადამიანებისგან?

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?