error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/3b65616d3504bb1b05aef15be25c9d3b.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
სევდიანი ილუსტრაციები- ჩვენი ძაღლის ცხოვრების ეტაპები, რომელიც ყველა ძაღლის მფლობელს დააფიქრებს
სევდიანი ილუსტრაციები- ჩვენი ძაღლის ცხოვრების ეტაპები, რომელიც ყველა ძაღლის მფლობელს დააფიქრებს
სახლში მოყვანილი პატარა ლეკვი გვახალისებს და ჩვენი ცხოვრების სევდიან წუთებს გვავიწყებს, თუმცა, დგება ის დღე, როცა ჩვენს საუკეთესო ოთხფეხა მეგობარს უნდა ვუთხრათ - მშვიდობით. 

ეს საოცარი ილუსტრაციები ასახავს ჩვენი ძაღლის ცხოვრების ეტაპებს - სახლში მოყვანიდან დამშვიდობების ბოლო წუთამდე.

"შენ მოხვედი ჩემს ოჯახში 12 წლის წინ. რამდენი ღამე ტიროდი, არ მაძინებდი. ვნანობდი- ნეტავ, რატომ მოგიყვანე სახლში."

Zooclub

"
არ ტიროდი იმ დროს, როცა საკვები გქონდა ჯამში. "

Zooclub

"მახსოვს ის დრო, როცა გეძინა და ფრთხილად დავდიოდით ოჯახის წევრები, რათა არ გაგეღვიძა და ისევ წკმუტუნი არ დაგეწყო."

Zooclub

"შენ არ გამოირჩეოდი სამაგალითო ქცევებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვსეირნობდით, მაგრამ მე მაინც ყვალა
ძაღლს მერჩივნე, იმიტომ რომ ჩემი იყავი."

Zooclub

"რამდენჯერ გაგიბრაზებია ჩვენი კატა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მის საკვებს მიირთმევდი."

Zooclub

"არასოდეს მიჯერებდი. არ მინდოდა, ეზოში გამეყვანე, რადგან ყოველთვის ცუდად იქცეოდი."

Zooclub

"კარგად მახსოვს შენი ბედნიერი სახე, ზოგჯერ ოთახებში უაზროდ რომ დარბოდი და მე ვყვიროდი, რომ დამემშვიდებინე."

Zooclub

Zooclub

"მაგრამ ერთ დღეს შენ ავად გახდი..."

Zooclub

" სწორედ იმ დროს მივხვდი, რომ შენს გარდა არაფერი მაინტერესებდა, მთავარია, შენ ყოფილიყავი ჯანმრთელი, მაგრამ ნელ-ნელა უფრო ცუდად ხდებოდი.""

Zooclub

"მე ვკითხე ექმის, როდის გამოჯანმრთელდებოდი, თუმცა, მან მითხრა, რომ უკვე 12 წლის იყავი და შენი გადარჩენა რთული იყო. დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი აღარ შეგეძლო ."

Zooclub

"და აი, ის დღეც დადგა და მე შენგან დამრჩა მხოლოდ კარგი მოგონებები."

Zooclub

"შენ საუკეთესო მეგობარი იყავი, ვინც კი ოდესმე მყოლია. ყოველთვის გაგიხსენებ, როგორც ჩემს ერთგულ, მხრიაულ მეგობარს და ჩემს გულში იქნები."

Zooclub

როდესაც ის აღარ არის ჩვენს გვერდით ყოველთვის ვადანაშაულებთ თავს, გვახსენდება ის დრო, როცა მას ვტუქსავდით, ვტოვებდით დიდი ხნით მარტო ან მასთან თამაშზე უარს ვამბობდით. გაუფრთხილდით თქვენს ოთხფეხა ერთგულ მეგობრებს, რადგან თქვენ მისთვის მთელი ცხოვრება ხართ.

ასევე იხილეთ:

ის რაც ყველა ძაღლის პატრონმა უნდა იცოდეს

"ღმერთო, დამეხმარე, გავხდე ისეთი ადამიანი, როგორიც ჩემს ძაღლს ვგონივარ"

ძაღლები, რომლებიც გეტყვიან- "უანგარო სიყვარული არსებობს!"

მარინა
ჩემი თვალხატულა პუდელი მალუ ორი კვირის მოვიყვანე და 17 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით ეძინა, უზომოდ ჭკვიანი და ერთგული იყო...2014 წლის 19 იანვარს გარდაიცვალა, განვიცადე და თანაც როგორ ..ისე მომენატრა, რომ ორი კვირის შემდეგ მისი საფლავი ამოვთხარე, მოვეფერე და ისევ მიწას მივაბარე, კედლებზე მისი სურათები მაქვს გაკრული, დღეს ჩემმა მეზობელმა იგივე ჯიშის პუდელი შეიძინა, მაგრამ ფაქტიურად ჩემთან არის, "ძიძა- ბებო" ვარ...თავიდან ძალიან მიჭირდა მოფერებაც კი, მაგრამ იმდენი საერთო თვისებები აქვთ...იგივე სახელი დავარქვით, ძალიან მიყვარს, მაგრამ მისნაირად არა...მგონია წარსულში დავბრუნდი და ისევ ერთად ვართ...
kiki
:-( :-(
liametreveli
ცჰემი საკვარელი დზაგლი პერი 6 წელი მყავდა და ვიგაწა გარეცარმაეზოში ფეხიტ ატრია რის შედეგადაც დზაგლს უკანა ფეხი დაულპა დიდი მკურნალობის მიუხედავად მე იგი დზალიან მაკლია და მენატრბა
ლამარა
ჩემი საყვარელი კესი 13 წელი მყავდა.ამ ქვეყანაზე მასზე მეტად არავის არ ვუყვარდი.ლაპარაკი არ იცოდა, სამაგიეროდ ყველაფერს იგებდა, რასაც ვეტყოდი. ბერდია ბერიაშვილის ლექსი გამახსენდა. "ამ ქვეყნად ერთი ვინმე მაინც გამიჩინე, ერთგული, როგორც ძაღლი"
otari
ადამიანებს ბევრი რამ გვაქვს სასწავლი ძაღლებისაგან, მათ შორის ორი მთავარი რამ სიყვარული და ერთგულება.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?