error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/6096ae7432b73684e502f29ea2a09bde.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ქალმა თავისი ძაღლი მანქანის ფანჯრიდან გადააგდო… - ერთი წლის შემდეგ მან სასამართლოს წინაშე ამ სისასტიკეზე პასუხი აგო...
 ქალმა თავისი ძაღლი მანქანის ფანჯრიდან გადააგდო… - ერთი წლის შემდეგ მან სასამართლოს წინაშე ამ სისასტიკეზე პასუხი აგო...
2014 წლის სექტემბერს ნიუ-იორკის სამი მცხოვრები გზის პირს მიუყვებოდა, როდესაც უეცრად წკმუტუნი შემოესმათ. ისინი ხმას მიყვნენ და გაარკვიეს, რომ ხმა ისმოდა პოლიეთილენის პაკეტიდან, რომელიც გზასთან ახლოს ეგდო. პაკეტში ბავშვებმა აღმოაჩინეს მალტური ბალონკის 3 თვის გასისხლიანებული ლეკვი, რომელიც დაუყოვნებლივ ვეტკლინიკაში მიიყვანეს.

Zooclub

ძაღლს თავის ქალისა და მენჯის მოტეხილობა აღენიშნებოდა, ასევე ჰქონდა ტვინის შერყევა და მრავლობითი ჭრილობა. ვეტერინარებმა დიდხანს იბრძოლეს მის გადასარჩენად და საბოლოოდ, განკურნეს.

Zooclub

ამ პერიოდისთვის ცხოველისადმი ასეთი წარმოუდგენელი სისასტიკის ამბავი სოც. ქსელებში გავრცელდა. ერთ-ერთი თავშესაფრის მოხელეებმა ძაღლის ფოტოები ფეისბუქზე განათავსეს. მალე მათ
გამოეხმაურათ ადგილობრივი ვეტერინარი, რომელმაც ცხოველი იცნო. აღმოჩნდა, რომ ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე მას ძაღლის პატრონმა ქალბატონმა
მიმართა, ეს იყო რუსი ემიგრანტი ალსუ ივანჩენკო. ძაღლს, სახელად ფიფქია, ძალიან სერიოზული დაავადება აღმოაჩნდა, თუმცა, პატრონმა უარი თქვა ვეტერინარის მომსახურებაზე, რადგან მკურნალობა ძვირი მოეჩვენა.

Zooclub

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე საქმე აღიძრა და სასამართლოს გადაეცა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ალსუ ივანჩენკომ იმის გამო, რომ არ სურდა ფული დაეხარჯა ცხოველის ვეტერინარული მკურნალობისთვის, გადაწყვიტა, უბრალოდ მისი მოშორება. მან ფიფქია პაკეტში ჩასვა და მოძრავი ავტომანქანიდან გადააგდო.

Zooclub

პროცესი წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა. წინა კვირას სასამართლომ 35 წლის ალსუ ივანჩენკო დამნაშავედ ცნო. მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 21 795 დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.

გარდა ამისა, მას 15 წლის მანძილზე აუკრძალეს სახლში რაიმე სახის შინაური ცხოველის ყოლა. ფიფქიას მკურნალობა მას ბევრად იაფი დაუჯდებოდა... 
აღსანიშნავია, რომ პროცესის მანძილზე ალსუს ერთხელაც არ გამოუთქვამს სინანული თავისი საქციელის გამო. როგორც ჩანს, შინაური ცხოველი მისთვის მხოლოდ მოხმარების საგანი იყო.

ფიფქია ბოლომდე განიკურნა და სულ მალე იპოვა ახალი სახლი და ახალი პატრონი, რომელსაც ის ნამდვილად უყვარს. ახალ სიცოცხლესთან ერთად ძაღლმა ახალი სახელი მიიღო - მას ახლა ჰქვია პიპი.

Zooclub

წარმოუდგენელია, რომ ადამიანებს შეუძლიათ ასეთი სასტიკები იყვნენ შინაური ცხოველების მიმართ, მაგრამ ამის გამო, ისინი ადრე თუ გვიან პასუხს აუცილებლად აგებენ.
manana
მართალია,სიყვარულს, ისევე როგორც სიძულვილს, არ აქვს ეროვნება,მაგრამ, ღმერთო მაპატიე,მეზიზღებიან რუსები,რა ვქნა,ძალიან მეზიზღებიან.
m
ძაღლების და ცხოველების სიძულვილს ეროვნება სა საზღვარი არ გააჩნია, ისინი ყველგან არიან, მე მოვესწარი პატარა ბიჭს ლეკვის გადაგდება უნდოდა ნაგავში და როდესაც დამინახა გაიქცა ძაღლიანად.
manana-sh -ს
მე ერთი ნაცნობი მყავს, იძახის, ამ ქართველებს გვეზისზღება ცხოველები და ეს რეები ვართ.. რუსებს კულტურა აქვთ რა და უყვართ ცხოველები... და ა.შ. იმისთვის მაგალითად ეს ამბავი შემიძლია მოვიყვანო - სადიზმს, სიყვარულს და ა.შ. არ აქვს ეროვნება.. ასეთები ყველგან არიან და ამის მიხედვით ერის დახასიათება არ არის ნორმალური.. მე და ჩემს გარშემო უამრავს (ქართველს, რუსს და სხვ.) ძალიან უყვარს ცხოველები, ამიტომ ნურც სხვას ვლანძღავთ და ნურც საკუთარს! - დასაგმობი თავად ეს სადისტური გადახრაა ნებისმიერი ეროვნების ადამიანში!
manana-sh
ბევრი რუსი ვიცი უპატრონო ცხოველებს საკუთარი შვილებივით ულიან, ამიტომ გთხოვთ ასე ნუ მოიხსენებთ. ასეთ ალქაჯებს და სადისტებს არა აქვთ არც ეროვნება და არც სახელი. დღეს ჩემი საყვარელი მიკედლებული ძაღლი მომიკლეს და მკლვლელი რუსი არ არის, ერთი ქართველი სადისტია...
natela
დამპალი რუსი სადისტი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?