ძაღლს თავის ქალისა და მენჯის მოტეხილობა აღენიშნებოდა, ასევე ჰქონდა ტვინის შერყევა და მრავლობითი ჭრილობა. ვეტერინარებმა დიდხანს იბრძოლეს მის გადასარჩენად და საბოლოოდ, განკურნეს.
ამ პერიოდისთვის ცხოველისადმი ასეთი წარმოუდგენელი სისასტიკის ამბავი სოც. ქსელებში გავრცელდა. ერთ-ერთი თავშესაფრის მოხელეებმა ძაღლის ფოტოები ფეისბუქზე განათავსეს. მალე მათ
ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე საქმე აღიძრა და სასამართლოს გადაეცა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ალსუ ივანჩენკომ იმის გამო, რომ არ სურდა ფული დაეხარჯა ცხოველის ვეტერინარული მკურნალობისთვის, გადაწყვიტა, უბრალოდ მისი მოშორება. მან ფიფქია პაკეტში ჩასვა და მოძრავი ავტომანქანიდან გადააგდო.
პროცესი წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა. წინა კვირას სასამართლომ 35 წლის ალსუ ივანჩენკო დამნაშავედ ცნო. მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 21 795 დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.
გარდა ამისა, მას 15 წლის მანძილზე აუკრძალეს სახლში რაიმე სახის შინაური ცხოველის ყოლა. ფიფქიას მკურნალობა მას ბევრად იაფი დაუჯდებოდა...
აღსანიშნავია, რომ პროცესის მანძილზე ალსუს ერთხელაც არ გამოუთქვამს სინანული თავისი საქციელის გამო. როგორც ჩანს, შინაური ცხოველი მისთვის მხოლოდ მოხმარების საგანი იყო.
ფიფქია ბოლომდე განიკურნა და სულ მალე იპოვა ახალი სახლი და ახალი პატრონი, რომელსაც ის ნამდვილად უყვარს. ახალ სიცოცხლესთან ერთად ძაღლმა ახალი სახელი მიიღო - მას ახლა ჰქვია პიპი.
წარმოუდგენელია, რომ ადამიანებს შეუძლიათ ასეთი სასტიკები იყვნენ შინაური ცხოველების მიმართ, მაგრამ ამის გამო, ისინი ადრე თუ გვიან პასუხს აუცილებლად აგებენ.