ძაღლი გზის პირას ქანდაკებასავით გაუნძრევლად იჯდა... ეს იყო წარმოუდგენელი ერთგულების კიდევ ერთი მაგალითი...
ძაღლი გზის პირას ქანდაკებასავით გაუნძრევლად იჯდა... ეს იყო წარმოუდგენელი ერთგულების კიდევ ერთი მაგალითი...
მრავალი ადამიანი გახდა მოწმე უცნაური ამბისA: გადატვირთული ტრასის პირას გაუნძრევლად იჯდა ძაღლი. რამოდენიმე საათის მანძილზე ის თითქოს არც კი სუნთქავდა. ცხოველის ასეთი მდგომარეობა ადამიანებს უცნაურად მოეჩვენათ, ამიტომ მათ დალასის (აშშ) ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში დარეკეს.

ადგილზე მისულ მოხალისეებს სულისშემძვრელი სურათი დახვდათ. აღმოჩნდა, რომ ძაღლი დაღუპული მეგობრის სხეულს იცავდა. სისხლის კვალის მიხედვით, ავარიაში დაღუპული ძაღლის უსულო სხეული მან ტრასიდან გზის განაპირას გადაიტანა და დიდი ხნის განმავლობაში ერთგულად იცავდა.

იმ პერიოდის განმავლობაში, რაც მოხალისეებს დაღუპული ცხოველის სხეული მანქანაში გადაქონდათ, ძაღლი ძალიან ნერვიულად იქცეოდა.
მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ ადამიანებს მისი დახმარება უნდოდათ, დაწყნარდა და დამჯერი გახდა.

Zooclub

"მსგავს სიტუაციაში ძაღლები
ზუსტად ისევე საჭიროებენ მხარდაჭერას, როგორც ადამიანები. მთავარია იგრძნონ, რომ ზრუნავენ მათზე და იპოვონ ახალი მეგობარი, რომელიც არასოდეს მიატოვებს გაჭირვების დროს", - ამბობს ცხოველთა დაცვის სამსახურის თანამშრომელი ჯესი ფაიფერლიკი.

Zooclub

ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს თუ არა, მაშინვე დაიწყეს მისთვის პატრონის ძებნა. თუ ძველი პატრონი არ გამოჩნდა, გარკვეული დროის შემდეგ მას მზრუნველ ოჯახში გააჩუქებენ.

Zooclub

ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს არაჩვეულებრივი ძაღლი მომავალში ტკბილად და უზრუნველად იცხოვრებს თავის სახლში. საოცრად ერთგული და თავგანწირული არსება ამას ნამდვილად იმსახურებს.
გიო-ს
გიორგი, შეგვეხმიანეთ თუ შეიძლება ზოოკლუბის ფეისბუქის პირადში. ვცადოთ ვუშველოთ ძაღლს ისე, რომ არ მოხვდეს არც ერთ თავშესაფარში, არამედ პირდაპირ პატრონი ვუშოვოთ.
გიო
გომბორის ტეკიდან რომ გადაუხევთ კახეთისკენ, იქ სადაც უკვე გზა ეშვებაა. ასე 2 კილომერტში ზაფხულიდან მოყოლებული გზის პირას ერთი პატარა თეთრი ფერის , შავხალიანი ძაღლი ზის ხოლმე, მზეში, წვიმაში და ქარში. ზის და იყურება მანქანებს ადევნებს თვალს, ზის არსად მიდის, როგორც ადგილობრივმა ბიჭმა, მწყესმა მითხრა მანქანიდან ჩამოუსვია ვიღაცას, მინდოდა სახლში წამეყვანა მაგრამ ვერ შევძელი, აი ასეა მთელი დღეებიო. სამადლოდ გადაყრილი ბორვბლებისგან სახლი გაიკეთებია და ძველი ლურჯი ბრეზენტი გადაუფარებია, მაგრამ ალბატ ამ ზამთარს ვერ გადაიტანს, ვინც იცის ეს ადგილი ზამთარ ზაფხულს ქარი უბერავს და საშინელი ნამქერები იცის ... ესეც ერთგულებაა.. და ნდობა, მაგრამ ამ ნდობას ვაი რომ არ უმართელბს მისი პატრონი...( მე ვერ მიმყავს, არ მაქვს პირობები, ისე მძღოლები სამადლოდ პურს უყრიან ხოლმე და ამით არსებობს... ჯერჯერობით...)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?