ძაღლი გზის პირას ქანდაკებასავით გაუნძრევლად იჯდა... ეს იყო წარმოუდგენელი ერთგულების კიდევ ერთი მაგალითი...
ძაღლი გზის პირას ქანდაკებასავით გაუნძრევლად იჯდა... ეს იყო წარმოუდგენელი ერთგულების კიდევ ერთი მაგალითი...
მრავალი ადამიანი გახდა მოწმე უცნაური ამბისA: გადატვირთული ტრასის პირას გაუნძრევლად იჯდა ძაღლი. რამოდენიმე საათის მანძილზე ის თითქოს არც კი სუნთქავდა. ცხოველის ასეთი მდგომარეობა ადამიანებს უცნაურად მოეჩვენათ, ამიტომ მათ დალასის (აშშ) ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში დარეკეს.

ადგილზე მისულ მოხალისეებს სულისშემძვრელი სურათი დახვდათ. აღმოჩნდა, რომ ძაღლი დაღუპული მეგობრის სხეულს იცავდა. სისხლის კვალის მიხედვით, ავარიაში დაღუპული ძაღლის უსულო სხეული მან ტრასიდან გზის განაპირას გადაიტანა და დიდი ხნის განმავლობაში ერთგულად იცავდა.

იმ პერიოდის განმავლობაში, რაც მოხალისეებს დაღუპული ცხოველის სხეული მანქანაში გადაქონდათ, ძაღლი ძალიან ნერვიულად იქცეოდა.
მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ ადამიანებს მისი დახმარება უნდოდათ, დაწყნარდა და დამჯერი გახდა.

Zooclub

"მსგავს სიტუაციაში ძაღლები
ზუსტად ისევე საჭიროებენ მხარდაჭერას, როგორც ადამიანები. მთავარია იგრძნონ, რომ ზრუნავენ მათზე და იპოვონ ახალი მეგობარი, რომელიც არასოდეს მიატოვებს გაჭირვების დროს", - ამბობს ცხოველთა დაცვის სამსახურის თანამშრომელი ჯესი ფაიფერლიკი.

Zooclub

ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს თუ არა, მაშინვე დაიწყეს მისთვის პატრონის ძებნა. თუ ძველი პატრონი არ გამოჩნდა, გარკვეული დროის შემდეგ მას მზრუნველ ოჯახში გააჩუქებენ.

Zooclub

ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს არაჩვეულებრივი ძაღლი მომავალში ტკბილად და უზრუნველად იცხოვრებს თავის სახლში. საოცრად ერთგული და თავგანწირული არსება ამას ნამდვილად იმსახურებს.
ნატა
თბილისიდან, მთავარი გზით მეჯვრისხევისკენ რომ შეუხვევ იმ გზაზე შავი ძაღლი ზის უკვე თვეებია, სულ გზის პირას ზის ან წევს და ელოდება იმ უგულოს ვინც იმ გზაზე ჩამოსვა, მწვანე საყელური უკეთია. ხან მამაჩემს მიაქვს საჭმელი, ეტყობა სხვა გამვლელი მძღოლებიც უგდებენ პურს და ამით არსებობს საწყალი, თუმცა თავშესაფრისთვის უფრო მეცოდება..
gio -ს
მანდ ავტომატურად ხდება დამატება, ამიტომ ვინ დაემატა ძნელია თვალყურისდევნება.. თუ შეიძლება დამიმატეთ მე პირადად მეგობრებში - Tio Begoidze. ლინკია: https://www.facebook.com/tbegoidze
gio
ფ-ში პირადში ვერ შემოვდივარ, ამიტომ მაგობრობის თხოვნა გამოგიგზავნეთ და თუ შეიძლება დამამამეტეთ
mari
თქვენ გაიხარეთ გიო, უკვე ვიცი რა ადამიანიც იქნები ღმერთმა დაგლოცოთ! ბევრი დადის მაგ გზაზე, მაგრამ ასე არავის განუცდია ძაღლის ბედი, როგორც თქვენ, იქნებ უპოვოთ პატრონი და თავშესაფარი. ძაღლი არასდროს უღალატებს არავის, მისმა პატრონმა კი როგორ უნდა მოისვენოს ვერ გამიგია??!!!!
gio
აუცილებლად, დღესვე მოგწერთ, მადლობა დიდი გამოხმაურებისათვის!!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?