მფრინავმა ძაღლის გადასარჩენად თვითმფრინავი მიწაზე მშვიდობით დასვა
მფრინავმა ძაღლის გადასარჩენად თვითმფრინავი მიწაზე მშვიდობით დასვა
როდესაც სამგზავრო თვითმფრინავი თელავივიდან ტორონტოში მიფრინავდა, საბარგო ნაწილში გათბობა მწყობრიდან გამოვიდა. იქ იმყოფებოდა მხოლოდ ერთი ძაღლი - შვიდი წლის ფრანგული ბულდოგი, სახელად სიმბა. ტემპერატურის დავარდნის გამო, შეიძლებოდა, ძაღლი მომკვდარიყო.

ფრენა 12 საათი იყო დაგეგმილი, ხოლო თითმფრინავის გარეთ ტემპერატურა -40... -60 გრადუსს აღწევდა.

ფრენის გაგრძელება სავსებით შესაძლებელი იყო, რადგან მგზავრებს საფრთხე არ ემუქრებოდათ. პრობლემა იყო მხოლოდ საბარგულში, რადგან იქ ძაღლი იმყოფებოდა. კაპიტანმა გადაწყვიტა თვითმფინავი უახლოეს აეროპორტში დაესვა. მან დაფრენა ფრანკფურტის აეროპორტში ითხოვა.

ყველა მგზავრი, მათ შორის ძაღლი და მისი პატრონი უახლოეს
რეისზე გადაიყვანეს. ავიაციის ექსპერტებმა ფაქტი დადებითად შეაფასეს.  მიუხედავად იმისა, რომ ავიაკოპანიამ 100 000$-ით იზარალა, მათი
თქმით, ყოველი ცოცხალი არსების სიცოცხლე მათთვის მნიშვნელოვანი იყო.


ასევე იხილეთ:

კატები, რომლებიც სიკვდილისგან იხსნეს: მანამ და მერე

ცირკის სპილო, წარმოდგენის დროს, დაშავებული მეგობრის დასახმარებლად გაიქცა

"ყველაფერი დავკარგე რაც მებადა, მაგრამ ჩემთვის მთავარი მისი გადარჩენა იყო..."
გიორგი-ს
ან შეიძლება უფრო სერიოზული პრობლემა ჭირდა თვითმფრინავს რაც მარტო გათბობის გათიშვით არ დამთავრდებოდა. თვითმფრინავის დასმის მიზეზი ვითომ ძაღლზე ზრუნვა იყო. რას გაუგებ მაგათ...
გიორგი
ალბათ შეეშინდათ ძაღლის სიკვდილის შემთხვევაში სასამართლოში არ ეჩივლა პატრონს და 100000-ზე მეტი პრობლემები არ შეექმნა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?