ძაღლს, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტის დროს მაშველად მუშაობდა, საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
ძაღლს, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტის დროს მაშველად მუშაობდა, საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
ოქროსფერი რეტრივერი, სახელად ბრეითენი 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტის  ერთ-ერთი მაშველია. მას 16 წელი შეუსრულდა და უკვე 7 წელია პენსიაზეა. იუბილარ ძაღლს ნიუ-იორკში გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს.

ბრეითენი და მისი მომვლელი დენის კროლისი ტეხასიდან ნიუ-იორკში ჩავიდნენ. მათ საუკეთესო სასტუმროს ნომერი გამოუყვეს ცენტრალური პარკის ხედით. ამ პარკში ბრეითენს ძალიან უყვარდა სეირნობა. მას ასევე გადასცეს ულამაზესი ტორტი. მეტიც, მისი სურათი გააკეთეს თაიმ სქვერის ბილბორტზე და ბრეითენის სახელი დაიტანეს 11 სექტემბრის მუზეუმში - გმირების ქვაზე.

2001 წელს ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის დროს ბრეითენი მუშაობდა სავაჭრო ცენტრის
ნანგრევებში. ეს იყო მისი პირველი სამუშაო, რომელსაც გმირულად გაართვა თავი. ძაღლი ორი კვირა 12 საათის
განმავლობაში შრომობდა, რათა ნანგრევებიდან გადარჩენილი ადამიანების ამოყვანაში მაშველებს დახმარებოდა.

16 წლის იუბილარს სხვა სურპრიზებთან ერთად კიდევ ერთი სიხარული ელოდა. ის შეხვდა ტეხასელ მეხანძრეებს, რომლებთან ერთადაც წლების წინ მუშაობდა, მათ შორის სავაჭრო ცენტრის ტერაქტის დროს. 

ბრეითენის გარდა, კიდევ ერთი ძაღლია ცოცხალი, რომელიც 11 სექტემბერს  ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეხმარებოდა - 15 წლის ინგლისური სპრინგერ სპანიელი, სახელად მორგანი.

ასევე იხილეთ:

ცნობილი ძაღლების სახელგანთქმული ძეგლები

მაშველი ძაღლები

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?