ცნობილი ძაღლების სახელგანთქმული ძეგლები
ცნობილი ძაღლების სახელგანთქმული ძეგლები
ჩვენი ოთხფეხა გმირები იმსახურებენ იმას, რომ მათი ღვაწლი სამარადისოდ გამოკვეთონ ქვაში. აქ ჩვენ მოგითხრობთ ძაღლების ყველაზე სახელგანთქმულ ძეგლებზე.

ფიდო

იტალიელი ძაღლი ფიდო 14 წელი მიდიოდა 1943 წელს დაბომბვის დროს დაღუპული პატრონის შესახვედრად. არსებობს ამ ერთგული მეგობრის ძეგლი.

პავლოვის ძაღლი

Zooclub

ბეტერბურგში, ექსპერიმენტალური მედიცინის ინსტიტუტთან დგას ძეგლი - როგორც ხსოვნა იმ ძაღლების, რომელზეც თავის დროზე  ფიზიოლოგი ივან პავლოვი ცდებს ატარებდა. ეს ძეგლი ეძღვნება სამედიცინო ექსპერიმენტების გმირ უსახელო ძაღლს.

სენბერნარი ბარი

Zooclub

ბარი XIX საუკუნის
დასაწყისში ცხოვრობდა. ყველასთვის ცნობილია, რომ სენბერნარებს უსაზღვროდ უყვართ ადამიანები და ყოველთვის მზად არიან დაეხმარნენ მათ ორფეხა მეგობრებს.

ალპურ ვერაგ მთებს ყოველთვის მიაქვს ასობით ადამიანის
სიცოცხლე. ბარი, როგორც ევალებოდა პასუხისმგებელ ძაღლს ყოველ დღე ასრულებდა თავის მძიმე სამუშაოს, გამოჰყავდა ადამიანები მთების ტერიტორიიდან. 40-ზე მეტი გადარჩენილი სიცოცხლე - სწორედ ამ გმირობის აღსანიშნავად დაუდგეს მას ძეგლი. თუმცა სენბერნარის ისტორია ტრაგიკულია - დავალების შესრულებისას, როდესა ბარი ერთ-ერთ თოვლში დამარხულ ადამიანს გადარჩენაშიეხმარებოდა, იგი მძიმედ დაჭრა სამხედრომ, რომელსაც მაშველი მგელი ეგონა.

ბარიმ ჩაიტარა მკურნალობის ხანგრძლივი კურსი და და დამსახურებულ პენსიაზე გავიდა. ხოლო 1989 წელს გულად მაშველ სენბერნარ ბარის პარიზში ძეგლი აღუმართეს. ძეგლი ძალიან ლამაზი და მგრძნობიარეა _ სენბერნარზე ზის გოგონა, ძაღლს კი ის უსაფრთხო ადგილზე მიჰყავს.

სკაი-ტერიერი ბობი

Zooclub

ბობი ძაღლის ერთგულების და სიყვარულის სიმბოლოდ იქცა. ბეწვაშლილი ძაღლის მონუმენტი შოტლანდიაში, ერთ-ერთ საფლავზე აღმართეს. ეს არის სევდიანი ისტორია ერთ პატარა ძაღლზე.

მხიარული, თითქმის ლეკვი, სკაი-ტერიერის ჯიშის ძაღლმა ბობიმ ვერ გადაიტანა თავისი პატრონის სიკვდილი, ის 14 წლის მანძილზე ყოველ დღე მოდიოდა მის საფლავზე. თავიდან მას აგდებდნენ, მაგრამ მერე მიხვდნენ რაშიც იყოს საქმე და სპეციალური დამცავი საყელურიც კი გამოუყვეს. როდესაც ბობი დაიღუპა, შოტლანდიელებმა შეაგროვეს ფული და მალე გაჩნდა ძეგლი, რომელიც ერთგულ ძაღლს ეძღვნებოდა.

ძაღლი - გამძღოლი


ძეგლი იქნა აღმართული ინგლისში, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში - ის ეძღვნება უსახელო ძაღლ - გამძღოლს. მოგვიანებით ასეთი ძეგლები გაჩნდნენ მთელს მსოფლიოში.

გამძღოლის პროფესია ძაღლებისგან სიზუსტეს და სიმშვიდეს ითხოვდა, იმის აღიარება, რომ ძაღლს შეუძლია ბრმა ადამიანის დახმარება კაცობრიობის აღმოჩენა იყო.

ასეთი სახის სამუშაოსთვის ძაღლებს ამზადებდნენ დიდხანს და გულმოდგინედ. დროთა განმავლობაში აღიარეს, რომ სპეციალურად ნასწავლ ძაღლებს აქვთ შესაძლებლობა დაეხმარნენ ბრმა ადამიანებს ბევრად უკეთ მედდებსა და ძიძებზე, რომელთაც არ შეუძლიათ პაციენტთან დღე-ღამე დარჩნენ.

სპევიალური მომზადების შემდეგ ძაღლებს შეუძლიათ გაატარონ თავისი პატრონი წინაღობებს შორის, გადაიყვანონ გზაზე და დაეხმარნენ კიბეზე ასვლასა და დაშვებაში.

ჰაჩიკო

Zooclub

ჰაჩიკო ქვეყანას მოევლინა იაპონიის პრეფექტურა აკიტაში 1923 წელს და მალე ის აჩუქეს პროფესორ ხიდესაბურო უენოს. ყველასთვის ცნობილი ჰაჩიკო პატრონს ციბუიას სადგურზე წლობით ელოდა მას მერე, რაც პატრონი ინფარქტით დაეღუპა.

ბალტო


Zooclub

ძაღლმა გმირობა ჩაიდინა. მან ქალაქ ნომში, ალიასკაზე მიიტანა სიცოცხლისთვის აუცილებელი შრატი მას მერე, რაც იქ დიფტერიის ეპიდემია აბობოქრდა. ამით ძაღლმა ასობით ადამიანი გადაარჩინა. ბალტო დაბრუნდა სახლში მარხილით რამოდენიმე დღით ადრე, ვიდრე ადამიანები ელოდნენ და მოიყვანა მარხილის გაყინული მესაჭე, რომელმაც ვერ შეძლო მარხილის მართვა და ბალტომ თავისი ძალებით მოიტანა ტვირთი სახლამდე.
ნინო
ხანდახან ვფიქრობ რომ ძაღლი ღმერთმა ადამიანს მოუვლინა , რათა ესწავლებინა სიყვარული და ერთგულება, თუმცა ადამიანმა ეს მანც ვერ შეძლო, მე მყავს ძაღლი და მისი სიჭკვიანე, სითბო და სიყვარული დღითი დღე მაოცებს...
მარიამი
კიდევ არსებობს წითელი ძაღლის ძეგლი ავსტრალიაში, რომელმაც მთელი ავსტრალია მოიარა გარდაცვლილი პატრონის ძებნაში და ბოლოს სახლში დაბრუნდა რამდენიმე წლის შემდეგ.
სოფია
ზურა, ეგ ისტორია არ ვიცოდი. წყარო შეგიძლია მიმითითო?
ზურა22
და იმ ძაღლის ძეგლი რატომ არაა მეორე მსოფლიო ომში 27000 ნაღმი რომ იპოვა და მთელი ქალაქები გადაარჩინადა ნგრევას და გამარჯვების პარადზე სტალინმა თავისი კიტელი რომ აჩუქა და ამ კიტელში გახვეული გამოიყვანეს პარადზე !
lela
ძალიან მიყვარს ძაღლებიი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?