პატრონს ძაღლი სახელმწიფომ მოუკლა, რის შემდეგაც მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე
პატრონს ძაღლი სახელმწიფომ მოუკლა, რის შემდეგაც მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე
ტრაგიკული ამბავი მოხდა დანიაში, სადაც მამაკაცმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე მას შემდეგ, რაც  ხელისუფლებამ პიტბულის ჯიშის ძაღლი ჩამოართვა  და ძაღლს ევთანაზია (სამუდამო დაძინება) გაუკეთა. 

მიზეზი დანიაში ამ ჯიშის ძაღლების აკრძალვაა. ძაღლს არაფერი დაუშავებია. "დანაშაული" მხოლოდ მისი არსებობა იყო იმ ქვეყანაში, სადაც ეს ძაღლები აგრესიული ჯიშის რიგებში არიან შეყვანილნი.

ძაღლს ერქვა ზანტო, რომელიც ეკუთვნოდა 27 წლის მამაკაცს დენისს. პატრონი 8 დღე იბრძოდა იმის დასამტკიცებლად, რომ ამ ჯიშის ძაღლებს ადამიანებისთვის საფრთხე არ მოაქვთ, თუმცა, ამაოდ. უდანაშაულო ზანტო ევთანაზიისთვის სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს და სიცოცხლეს გამოასალმეს.

დენიმ
ვერ გაუძლო იმ ნერვიულობას, რაც თავისი ძაღლის დაკარგვამ გამოიწვია და ჭარბი რაოდენობის მედიკამენტების მიღებით, სიცოცხლე
თვითმკვლელობით დაასრულა.

Zooclub

19 აპრილს Facebook-ის ძაღლების მოყვარულთა გვერდზე დაიწერა შემდეგი ტექსტი:

"ზანტო გამოგლიჯეს დენის ხელიდან, რადგან მისი ჯიშის ძაღლების ყოლა სახელმწიფომ აკრძალა. ზანტოს არაფერი დაუშავებია. ის იყო თბილი, კეთილი, მხიარული ძაღლი. მისი პატრონი 8 დღე ცდილობდა ძაღლის გადარჩენას, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის სიმართლეს ვერ დაამტკიცებდა, რადგან კანონის წინაშე უძლური იყო."

2014 წლის ივლისიდან დანიაში ამოქმედდა "აქტი ძაღლებისთვის", რომელიც შეიცავს ქვეყნის ტერიტორიაზე აიკრძალოს შემდეგი ჯიშის ძაღლები:

პიტბული

ტოსა ინუ

ფილა ბრაზილეირო

არგენტინული დოგი

ამერიკული ბულდოგი

ბურბული

კანგალი

ტორნიაკი

შუა აზიური ნაგაზი

სამხრეთ რუსული ნაგაზი

ქართული ნაგაზი

ჩამონათვალიდან, რამდენიმე ჯიშის ძაღლი 1991 წლიდან არის აკრძალული დანიის ტერიტორიაზე.

ეს ტრაგიკული ისტორიაა დენისა და მისი პატრონის შესახებ. ისინი სახელმწიფოში არსებულ დაუნდობელ წესებს შეეწირნენ.

gio
ადამიანებს რას უშვებიან დღევანდელ დღეს როგორ შეიძლება ძაღლებთან და ცხოველებთან ესეთი დამოკიდებულება
დეა
ვიცი,რასაც განიცდიდა ეს ახლაგაზრდა კაცი! პატარა ში ცუ მყავს და გეფიცებით,შვილივით ვუვლი.რომ წარმოვიდგენ,რომ მოვა დრო,თავისით მოკვდება ჩემი პატარა ბურთა,სიცოცხლე აღარ მინდა :( იშვიათია ასეთი ადამიანი,მეგობრის სიკვდილი ასე განიცადოს. უფალო,სასუფეველში დაუმკვიდრე ამ ვაჟკაცს სამუდამო სამყოფელი,რადგან იცოდა მეგობრის და მეგობრობის ფასი! ამინ!
upatronoba!!!
ეს რა იდიოტების ქვეყანაა!!! ათასი გადაგვარებული ხალხის უფლებებს რომ იცავენ, ამ ბიჭს არ ყავს პატრონები, ქვეყანა რომ შეყარონ და ცხვირში ამოადინონ ეს კანონპროექტი???? ისედაც გადაჯიშების პირასაა ეგ ჩრდილოეთის ქვეყნები და მაგთი დასჯაც ეგ იქნება !
გიო ლომინაძე.
მარტლაც საშინელებაა ასეთი ბარბაროსობა რაც და ნიაში ხდება. ნეტავი საქართველოშიც არ შემოიღ ონ ეს კანონი. მოვეფეროთ ყდა გვიყვარდეს ცხოველები.
liza
ვაიმე მოვკვდი ტირილით მე კიდევ ეს მინდოდა? მე ისე არ მოვკვდებოდი რამოდენიმეს გავიყოლებდი თან მაგ კანონის შემქმნელ-შემსრულებლებიდან.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?