პატრონს ძაღლი სახელმწიფომ მოუკლა, რის შემდეგაც მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე
პატრონს ძაღლი სახელმწიფომ მოუკლა, რის შემდეგაც მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე
ტრაგიკული ამბავი მოხდა დანიაში, სადაც მამაკაცმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე მას შემდეგ, რაც  ხელისუფლებამ პიტბულის ჯიშის ძაღლი ჩამოართვა  და ძაღლს ევთანაზია (სამუდამო დაძინება) გაუკეთა. 

მიზეზი დანიაში ამ ჯიშის ძაღლების აკრძალვაა. ძაღლს არაფერი დაუშავებია. "დანაშაული" მხოლოდ მისი არსებობა იყო იმ ქვეყანაში, სადაც ეს ძაღლები აგრესიული ჯიშის რიგებში არიან შეყვანილნი.

ძაღლს ერქვა ზანტო, რომელიც ეკუთვნოდა 27 წლის მამაკაცს დენისს. პატრონი 8 დღე იბრძოდა იმის დასამტკიცებლად, რომ ამ ჯიშის ძაღლებს ადამიანებისთვის საფრთხე არ მოაქვთ, თუმცა, ამაოდ. უდანაშაულო ზანტო ევთანაზიისთვის სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს და სიცოცხლეს გამოასალმეს.

დენიმ
ვერ გაუძლო იმ ნერვიულობას, რაც თავისი ძაღლის დაკარგვამ გამოიწვია და ჭარბი რაოდენობის მედიკამენტების მიღებით, სიცოცხლე
თვითმკვლელობით დაასრულა.

Zooclub

19 აპრილს Facebook-ის ძაღლების მოყვარულთა გვერდზე დაიწერა შემდეგი ტექსტი:

"ზანტო გამოგლიჯეს დენის ხელიდან, რადგან მისი ჯიშის ძაღლების ყოლა სახელმწიფომ აკრძალა. ზანტოს არაფერი დაუშავებია. ის იყო თბილი, კეთილი, მხიარული ძაღლი. მისი პატრონი 8 დღე ცდილობდა ძაღლის გადარჩენას, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის სიმართლეს ვერ დაამტკიცებდა, რადგან კანონის წინაშე უძლური იყო."

2014 წლის ივლისიდან დანიაში ამოქმედდა "აქტი ძაღლებისთვის", რომელიც შეიცავს ქვეყნის ტერიტორიაზე აიკრძალოს შემდეგი ჯიშის ძაღლები:

პიტბული

ტოსა ინუ

ფილა ბრაზილეირო

არგენტინული დოგი

ამერიკული ბულდოგი

ბურბული

კანგალი

ტორნიაკი

შუა აზიური ნაგაზი

სამხრეთ რუსული ნაგაზი

ქართული ნაგაზი

ჩამონათვალიდან, რამდენიმე ჯიშის ძაღლი 1991 წლიდან არის აკრძალული დანიის ტერიტორიაზე.

ეს ტრაგიკული ისტორიაა დენისა და მისი პატრონის შესახებ. ისინი სახელმწიფოში არსებულ დაუნდობელ წესებს შეეწირნენ.

oqro
ამათი დედა.......
martla chlungebi!
ყველა ძაღლი ისეთია, როგორსაც გაზრდი!!!! შეიძლება გამონაკლისიც იყოს, მაგრამ იშვიათად! არ გაიხარონ იმ საცოდავი პატრონის და ძაღლის ცოდვით! ასეთი ჩლუნგები როგორ არიან?! ბიუროკრატები და უვიცები!
თიო
რა შუაშია პიტბულია თუ კავკასიური ნაგაზი... ვერაა ეს ხალხი. ადამიანები ვართ ასაკრძალები რას ვერჩით ცხოველებს.
Guliko
რამდენიმე კომენტარი წავიკითხე და მიკვირს პიტ ბულებზე ისეთი რეაქცია! პიტ ბულლს როგორც გაზრდი ისეთი იქნება (პრინციპში, როგორც ნებისმიერი ჯიშის ძაღლი) პიტ ბულლი რომ აგრესსიულია ეს მითია, დამიჯერეთ!!!ჩემი აზრით, არც ერთი არ უნდა აიკძალოს! უბრალოდ სწორი გარწვთნა უნდა, და ზოგს ეზარება, ზოგი არ იცის როგორ მოიქცეს! მაგალითად, თუ არ ხარ მონადირე არ უნდა ყავდეს მონადირე ჯიშის ძაღლი და ასე შემდეგ...
ნათია
ძაღლების კი არა, ამათნაირი არარაობა ადამიანთა არსებობა უნდა აიკრძალოს!!!!! რა უბედურებაა, რომელ საუკუნეში ხართ ჩარჩენილები! ,,ადამიანები", რომლებსაც არანაირი გრძნობა არ გააჩნიათ. როგორ უნდა გქონდეს სურვილი, რომ ძაღლი(განურჩევლად ჯიშისა) - ყველაზე ერთგული, თბილი და მეგობრული არსება იმის გამო, რომ ვიღაცა იდიოტს თვალში არ მოუვიდა, გამოასალმონ სიცოცხლეს! ჩემამდე არ დადის!!!!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?