"მინდა, ყველამ წაიკითხოს მისი ამბავი, რომ სხვა ძაღებსაც გაუმართლოთ"(+ვიდეო)
"მინდა, ყველამ წაიკითხოს მისი ამბავი, რომ სხვა ძაღებსაც გაუმართლოთ"(+ვიდეო)
კისი სრულფასოვანი ძაღლია, ის თამაშობს სხვა ძაღლებთან ერთად, სეირნობს, უყვარს ადამიანები, თუ არ ჩავთვლით მის ენას, რომელიც ყოველთვის გარეთ აქვს გადმოგდებული.

ბოქსიორის ჯიშის ძაღლი პატრონმა 6 თვის წინ კალიფორნიის თავშესაფრიდან აიყვანა, რამდენიმე წუთით ადრე, სანამ მას ევთანაზიას გაუკეთებდნენ.

Zooclub

კისის ორგვარი ნევროლოგიური დაავადება სჭირს, ამის გამო, მისი ენა ყოველთვის გარეთ არის, თუმცა, ეს ფაქტი მის ბედნიერ ცხოვრებას  თავის ახალ ოჯახთან, ხელს არ უშლის.

დონ კორესი მისი ახალი პატრონია, რომელმაც ძაღლი სიკვდილისგან იხსნა. როცა მან კისი პირველად ნახა, სიბრალულისა და მზრუნველობის გრძნობა
გაუჩნდა, ძაღლმაც თავისი სითბო კოცნით გამოხატა. 

Zooclub

"მისი ენა სულ გარეთ არის გადმოვარდნილი, თავიდან გავოცდი ამის
გამო. როცა კისი ვნახე, გულმა მიგრძნო, რომ ის ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდებოდა. მინდა ყველამ გაიგოს მისი ამბავი, რომ სხვა ძაღლებსაც, კისის მსგავსად, გაუმართლოს და ადამიანებმა სიკვდილისგან იხსნან ისინი."- ამბობს კორესი.

Zooclub

კისის პატრონს სურს, რაც შეიძლება მეტმა ადამიანიმა წაიკითხოს ამ ძაღლის ისტორია, რათა მისი ბინადარის მსგავსად, გაუმართლოთ სხვა ძაღლებსაც, რომლებსაც მიუხედავად სხვადასხვა ნაკლისა, მაინც სრულფასოვნად შეუძლიათ სიცოცხლის გაგრძელება.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

უპატრონო ლეკვის გზა თავშესაფრიდან სამაშველო სამსახურამდე

არავინ ელოდა, თუმცა მან 11 წელს მიაღწია და დაბადების დღეც აღნიშნა

სამმა ძაღლმა 50 ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა თვითმკვლელი ტერორისტისგან, თუმცა, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა...
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?