ყინული გატყდა და ის ტბაში ჩავარდა
ყინული გატყდა და ის ტბაში ჩავარდა
როდესაც ციმბირული ჰასკი, სახელად სილვი გაყინული ტბის ზედაპირზე დარბოდა, უეცრად ყინული ჩატყდა და ის ტბაში ჩავარდა. ძაღლი გადარჩენას ცდილობდა, პატრონიც ეხმარებოდა, თუმცა, ამოსვლას ვერ ახერხებდა.

პატრონმა სამაშველო სამსახური გამოიძახა, ბოსტონელმა მეხანძრემ სენ კოლმა საკუთარი რისკის ფასად, ძაღლი ამოიყვანა და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.

Zooclub

რამდენიმე წუთიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ, 13 წლის ძაღლი პატრონს დაუბრუნდა. სილვი მადლობის ნიშნად თავის გადამრჩენელს მხარზე თავს ადებდა.

Zooclub

პატრონმა ის სასწრაფოდ ვეტერინართან წაიყვანა, თუმცა, სილვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.

Zooclub

ძაღლი სახლში უვნებელი დაბრუნდა.


liza
ვისაც ცხოველის სიყვარული არ გამოუცდია, საერთოდ არ იცის რა არის სიყვარული.
ეთერი
უენო არსებავ,ადამიანთა მეგობარო გილიცავ გადარჩენას.ლამაზი ხარ ყოჩაღ შენ სპატრონს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?