ყინული გატყდა და ის ტბაში ჩავარდა
ყინული გატყდა და ის ტბაში ჩავარდა
როდესაც ციმბირული ჰასკი, სახელად სილვი გაყინული ტბის ზედაპირზე დარბოდა, უეცრად ყინული ჩატყდა და ის ტბაში ჩავარდა. ძაღლი გადარჩენას ცდილობდა, პატრონიც ეხმარებოდა, თუმცა, ამოსვლას ვერ ახერხებდა.

პატრონმა სამაშველო სამსახური გამოიძახა, ბოსტონელმა მეხანძრემ სენ კოლმა საკუთარი რისკის ფასად, ძაღლი ამოიყვანა და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.

Zooclub

რამდენიმე წუთიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ, 13 წლის ძაღლი პატრონს დაუბრუნდა. სილვი მადლობის ნიშნად თავის გადამრჩენელს მხარზე თავს ადებდა.

Zooclub

პატრონმა ის სასწრაფოდ ვეტერინართან წაიყვანა, თუმცა, სილვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.

Zooclub

ძაღლი სახლში უვნებელი დაბრუნდა.


lali
გეთანხმებით, ჩემი დაკვირვებითაც მივხვდი ამას, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ცხოველები არ უყვართ, არც ადამიანების სიყვარული შეუძლიათ
ვერიკო
მართლაც, ლიზა, ნამდვილად სწორი ბრძანეთ, ვისაც არ გამოუცდია ძაღლის სიყვარული, მან მართლაც არ იცის, რა არის სიყვარული. და გაიხაროს ყველა ადამიანმა, ვისაც ცხოველი უყვარს და თავის გაწირვაც კი შეუძლია მისთვის. ასეთ ადამიანს ყოველთვის მოხედავს უფალი.
ირმა
ყველა ცხოველის მოყვარე ადამიანს ღმერთი ფარავდეს.გაიხარონ!!!
m-99
ყველა ადამიანი მიყვარს და პატივს ვცემ ვისაც ცხოველები უყვარს.
zuba
უენო მრგრამ ბევრზე მეტყველები,ძაღლი საოცრებაა.ძალიან მიყვარს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?