ტაქსა მაშველებს სენრბერნარის გადარჩენაში დაეხმარა (+ვიდეო)
ტაქსა მაშველებს სენრბერნარის გადარჩენაში დაეხმარა (+ვიდეო)
ყველა ძაღლს, ისევე, როგორც ადამიანებს, თავისებური ხასიათი აქვს. თუმცა, ტაქსა განსაკუთრებული ძაღლის ჯიშია. იგი გამოირჩევა ერთგულებითა და ენერგიული ხასიათით. ძალიან უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და, რაც მთავარია, მეტად მოხერხებულია.

მექსიკის ერთ-ერთ ქალაქში ტაქსა, სახელად ლეზერი მართლაც რომ გმირი გახდა, როდესაც სენბერნარის ჯიშის უზარმაზარი ძაღლის სიცოცხლე გადაარჩინა. სენბერნარი შემთხვევით ხევში ჩავარდა, მან სიცივეში და ტალახში 18 საათი გაატარა. ლეზერი ადამიანებს ყეფით ანიშნებდა, რომ ძაღლი გადაერჩინათ, თუმცა, ვერავინ მიხვდა, რას "ამბობდა" ეს პატარა ცხოველი. 

მეორე დილით, როდესაც სენბერნარის პატრონი სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა, ტაქსა მასთან
ყეფით მივიდა. თავიდან მამაკაცი ვერ მივხდა, რას ეუბნებოდა ძაღლი, თუმცა, როდესაც ლეზერმა შარვლის ტოტზე ქაჩვა დაუწყო,
მამაკაცმა იგრძნო, რომ ძაღლი რაღაცას ანიშნებდა და გაყვა.

ტაქსამ მამაკაცი ხევთან მიიყვანა. როდესაც პატრონმა გაჭირვებული სენმბერნარი დაინახა, მაშინვე სამაშველო სამსახური გამოიძახა. ძაღლის ამოყვანა გაჭირდა, თუმცა, სენმბერნარი რამდენმე საათში სამშვიდობოს იყო.

Zooclub

"ლეზერი ამოყვანის პროცესს თვალს ადევნებდა, განიცდიდა და თითქოს მაშველებს ეხმარებოდა კიდეც. ის ძალიან ბედნიერი იყო, როცა მისი მეგობარი ხევიდან ამოიყვანეს."- ამბობს ძაღლების პატრონი.

Zooclub

დაშავებული ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს. მის მკურნალობას რამდენიმე დღე დასჭირდა. როდესაც ლეზერმა სახლში დაბრუნებული გამოჯანმრთელებული სენმბერნარი დაინახა, ძალიან გაუხარდა.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ძაღლი კატას მშობიარობის დროს დაეხმარა

უცნობმა დაშავებული ძაღლის ოპერაციისთვის 6 000 დოლარი გადაიხადა

გადარჩენილი ძაღლების ისტორიები
თაკო
სულ არ ვცხოვრობ კერძო სახლშა და 18 საათი კი არა, 18 წუთი რომ ვერ დავინახო ჩემი ძაღლები, ძებნას ვიწებ ხოლმე და როგორ არ მოკითხა ძაღლი მთელლი დღე? :( მაგრამ, მთავარი მაინც ისაა, რომ გადარჩა და კარგად არის :)
liza
ზოგიერთი ადამიანი ძაღლს თუ ეზოში აცხოვრებს და აჭმევს ეს ჰგონია ყველაფერი, 18 საათი როგორ ვერ მოინაკლისა ძაღლი? თან თურმე სამსახურშიც აპირებდა ისე წასვლას რომ არ გადახედა აბა ძაღლები სად არიან?
nia-s
მასინვე ეგ გავიფიქრე: 18 საათი რომ ამხელა ძაღლი ვერ დაინახა სახლში, რას ფიქრობდა? ეძინა? ზოგიერთი ადამიანი ძალიან უპასუხისმგებლოა!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?