გადარჩენილი ძაღლების ისტორიები
გადარჩენილი ძაღლების ისტორიები
ცხოველებს, რომლებიც მიჩვეულები არიან სახლის სითბოს, ქუჩაში პატრონის გარეშე გაძლება ძალიან უჭირთ.

ეს ძაღლები სხვადასხვა მიზეზის გამო გაჭირვებაში ჩავარდნენ, მაგრამ კეთილი ადამიანების წყალობით, მათი ამბავი კარგად დამთავრდა. მათ თავშესაფრის, ცხოველთა გადარჩენის ცენტრის მოხალისეები და შემთხვევითი გამვლელები ეხმარებოდნენ.

ჩვენ მოგითხრობთ მათ ისტორიებს, რაც იმის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს, თუ რამდენად დაუშვებელია ადამიანის გულგრილობა.


რასტი

Zooclub

ეს საწყალი ბიჭი მონრეალის ქუჩებში იპოვეს. ის საშინლად გამოიყურებო
და და ძნელი იყო საერთოდ იმის დაჯერება, რომ ეს ძაღლი იყო. აბურდული ბეწვი მოძრაობაში უშლიდა ხელს, მაგრამ როგორც კი გაკრიჭეს და აბანავეს, რასტი უსაყვარლეს ძაღლად იქცა.


მაილი

Zooclub

მაილი ნაგავსაყრელზე იპოვეს. ძაღლი მძიმედ იყო დაჭრილი და
თითქმის ვეღარ მოძრაობდა. ახლა მაილი ჯანმრთელია და ახალ პატრონებთან ბედნიერად ცხოვრობს.


კენზი

Zooclub

კოკერ სპანიელი კენძი პატრონების ცუდი დამოკიდებულების მსხვერპლი შეიქნა. კენზის გადარჩენა მოხერხდა. ახლა ეს ძაღლი იმის მაგალითად იქცა, თუ როგორ შეიძლება, შეცვალოს შინაური ბინადარი სიყვარულმა და ზრუნვამ.


ელენი

Zooclub

ელენი ერთ-ერთმა თავშესაფარმა აიყვანა, ცხოველთა დახმარების ფონდი კი დაეხმარა პატარას თითქმის ერთი კილო აბურდული ბეწვისგან გათავისუფლებაში. ახლა ეს ორი წლის ძაღლი თავშესაფარში ახალ პატრონს ელოდება.


დოლი

Zooclub

ერთმა ქალბატონმა შეამჩნია, რომ ეს შესანიშნავი პუდელი ლოს-ანჟელესის ერთ-ერთ ნაგავსაყრელზე იკვებებოდა. შინაურ ცხოველთა დახმარების ფონდი ძაღლს დაეხმარა კვლავ ფუმფულა გამხდარიყო - დოლის წონის დიდ ნაწილს ხომ სწორედ დახვეული ბეწვი შეადგენდა.


თეო

Zooclub

თეო პატრონმა მიატოვა. ცხოველმა ქუჩაში ერთ წლამდე იცხოვრა, შემდეგ ფონდ "ოთხფეხა ცხოველების იმედმა" იპოვა და გადაარჩინა.


პატარა ბეტი

Zooclub

პატარა ბეტი პატრონებმა ქუჩაში დატოვეს. ძაღლი საშინლად გამოიყურებოდა. იგი თავშესაფარში წაიყვანეს. ახლა ბეტი მზად არის, შეხვდეს ახალ პატრონს, რომელსიც მას ძალიან შეიყვარებს.


ვუდი

Zooclub

პატრონის გარდაცვალების შემდეგ, ვუდი გარეთ დარჩა. რამოდენიმე თვის განმავლობაში, ის იმალებოდა და ახლოს არავის იკარებდა. ვუდი ერთი თვალით დაბრმავდა, მაგრამ მაშველებმა შეძლეს მისი სიცოცხლის გადარჩენა.


ტრეისი

Zooclub

ტრეისი ჯიშიანი მინიატურული პუდელია. ის პატრონის დაუდევრობის მსხვერპლი შეიქნა. საბედნიეროდ, იგი შემთხვევით ახლოს მიმავალი ავტომობილიდან დაინახეს და ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში მიიყვანეს. ჭუჭყიანი, აბურდული ბეწვის გამო, მას სიარული თითქმის არ შეეძლო. ვეტერინარებმა ძაღლი გამოაჯანმრთელეს და ფორმაში მოიყვანეს.


ალანი

Zooclub

როდესაც ალანი თავშესაფარს გადასცეს, ის საერთოდ არ გავდა ძაღლს. მას მერე, რაც ის გაკრიჭეს, აღმოჩნდა, რომ ალანი ასაკით პატარა და ძალიან მეგობრული ყოფილა. მან უკვე იპოვა ახალი სახლი.


ბუ

Zooclub

ბუ გზისპირიდან აიყვანეს და უახლოეს თავშესაფარში მიიყვანეს. ჭუჭყიანი ბეწვის ქვეშ მინიატურული და უსაყვარლესი ძაღლი იმალებოდა.


იგგი

Zooclub

მომაკვდავი ძაღლი მექსიკაში იპოვეს. მას თვალის საშინელი ინფექცია ჰქონდა. ფეისბუქზე პოსტის წყალობით, საჭირო რაოდენობის თანხა შეგროვდა იმისთვის, რომ ძაღლი ამერიკაში გადაეყვანათ და იქ ემკურნალათ. ახლა იგი ადგილზე არ ჩერდება - ის სულ დარბის და თამაშობს.


ვიტა

Zooclub

ვიტა ნაგავსაყრელთან იპოვეს, ის საოცრად ძალაგამოცლილი იყო. მაშველებს რამოდენიმე თვე დასჭირდათ, რომ ძაღლი განეკურნათ და ღონეზე მოეყვანათ. ახლა ვიტა შესანიშნავად გამოიყურება.


კედრი

Zooclub

კედრი გოლფის იმ მინდვრის საპატივცემულოდ დაარქვეს, რომლის შორიახლოსაც იპოვეს. ძაღლი ძალიან შელახული იყო. ტყავის ქვეშ ნეკნები უჩანდა. ახლა კედრი დიდ სახლში ცხოვრობს და მას მშვენივრად უვლიან.


ოლივია

Zooclub

ფოტოზე მარჯვნივ ოლივია იმ დღესაა გადაღებული, როდესაც მისმა ახალმა პატრონებმა აიყვანეს თავშესაფრიდან, ხოლო მარცხენა ფოტო ერთი წლის წინანდელ ყოფას ასახავს.


შრეკი

Zooclub

შრეკი ჭუჭყიანი ბეწვის გორგლებით და ჭრილობებით იყო დაფარული. ვეტერინარებმა ის გაკრიჭეს, დაბანეს და განკურნეს. იგი 6 წლის მალტიპუს ჯიშის ძაღლი აღმოჩნდა და პატრონიც მალე გამოუჩნდა.


რა თქმა უნდა, თქვენს ქალაქშიც იქნება შინაურ ცხოველთა თავშესაფარი. მათ ყოველთვის სჭირდებათ როგორც მოხალისეების, ასევე ფინანსური დახმარებაც. გარდა ამისა, შესაძლოა, შეგხვედრიათ გაჭირვებაში ჩავარდნილი ოთხფეხა ცხოველები. ნურასოდეს ჩაუვლით მათ გულგრილად, აუცილებლად დაეხმარეთ!


miki
სამწუხაროდ ჩემთან ძაღლთა თავშესაფარი არ არის რასაც ძალიან განვიცდი მე გორში ვცხოვრობ და როგორც ვიცი ასეთი თავშესაფრები არ არის რაც ძალიან სამწუხაროა :'( :(
nini
ყველაზე მაგარი საიტი და მაგარი ხალხი ხართ!
ana
დადეთ ხოლმე ასეთი ისტორიები ♥ ♥
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?