ძაღლი, რომლის აყვანაზეც 14 ათასმა ოჯახმა უარი თქვა (+ვიდეო)
ძაღლი, რომლის აყვანაზეც 14 ათასმა ოჯახმა უარი თქვა (+ვიდეო)
ძაღლი, სახელად ჯედი აღიარეს, როგორც ყველაზე "უიღბლო" ცხოველი  დიდ ბრიტანეთში. "Daily Mirror"-ის თქმით, ყველას გასაოცრად, მან ახალი ოჯახი მაინც იპოვა.

გაგიკვირდებათ, თუმცა, ინტერნეტში 14 ათასმა პოტენციურმა ამყვანმა თქვა მასზე უარი. ის რამდენჯერმე წაიყვანეს თავშესაფრიდან, მომვლელებს უხაროდათ, რომ ძაღლმა ახალი ოჯახი იპოვა, თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, ისევ უკან აბრუნებდნენ. ის არ გამოირჩეოდა ცუდი ხასიათით, მას უბრალოდ არ უმართლებდა.

"ძაღლმა თითქმის მთელი თავისი სიცოცხლე, დაახლოებოთ 7 წელი, თავშესაფარში გაატარა, რაც ნიშნავს ადამიანს 50 წელს."- წერს "Daily Mirror"-ი.

მისი ახალი პატრონი ახალგაზრდა წყვილია,
რომლებიც ამბობენ, რომ პირველი დანახვისთანავე შეიყვარეს ჯედი.

"რამდენიმე დღეა, რაც ეს უსაყვარლესი ძაღლი ჩვენი ოჯახის
წევრია, თუმცა, ძალიან შეგვაყვარა თავი და მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად გვეჩვენება."- ამბობს ჯედის ახალი პატრონი. 

"ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ჯედიმ ასეთი კარგი ოჯახი იპოვა. ძალიან გვეცოდებოდა ძაღლი. ის რამდენჯერმე უკან დააბრუნეს, რასაც ძაღლი ყოველ ჯერზე განიცდიდა."- ამბობს თავშესაფრის თანამშრომელი.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ხნიერმა ძაღლმა ნამდვილი მეგობარი იპოვა

გოგონამ მანქანის ყიდვის ნაცვლად, ძაღლი გადაარჩინა

რამდენ ხანში ეჩვევა ძაღლი ახალ პატრონს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?