ძაღლი, რომელსაც უკანა თათებზე სიარული მოსწონს
ძაღლი, რომელსაც უკანა თათებზე სიარული მოსწონს
ძაღლი, სახელად დენზელი, მინიატურული პინჩერია, რომელსაც ძალიან მოსწონს უკანა თათებზე სიარული. როდესაც ორ თათზე დგება, თავს წამოწევს და ირგვლივ ნამდვილი სურიკატივით (მანგუსტის ერთ-ერთი სახეობა) იყურება, რის გამოც დენზელს მეტსახელად სურიკატი შეარქვეს.

ძაღლი ლონდონის ერთ-ერთ ცხოველთა თავშესაფარში ცხოვრობდა. თავიდან, მომვლელებს მისი საქციელი აოცებდათ, როცა ქუჩაში სასეირნოდ გასვლისთანავე, დენზელი ორ თათზე დგებოდა და გზაზე ამგვარად გადადიოდა. 

მას შემდეგ, პინჩერი გაიზარდა და მოსიყვარულე ოჯახი იპოვა, თუმცა პატარაობიდან მოყოლებული, ორ თათზე სიაურლის ჩვევამ არ გადაუარა.

Zooclub

"დენზელი ძალიან ცნობისმოყვარე ძაღლია. როდესაც ქუჩაში სასეირნოდ გამყავს, ის დგება ორ
თათზე და გარშემო ყველაფერს ათვალიერებს, მოსწონს ასე სეირნობა."- ამბობს ძაღლის ახალი პატრონი.

ასევე იხილეთ:

ძაღლები პატრონებს
ეხუტებიან


როგორ აღვნიშნო ჩემი ძაღლის დაბადების დღე?

ძაღლები ყველაზე ცუდი ვარცხნილობით


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?