როგორ აღვნიშნო ჩემი ძაღლის დაბადების დღე?
როგორ აღვნიშნო ჩემი ძაღლის დაბადების დღე?
პირველ ყოვლისა უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი შინაური ბინადარი, არ არის მხოლოდ ცხოველი, ის ჩვენი ოჯახის წევრია. ასე რომ, რატომ არ უნდა აღვნიშნოთ ჩვენი საყვარელი ოთხფეხა ოჯახის წევრის დაბადების დღე, ისე როგორც აღვნიშნავთ ჩვენი შვილების, ან თუნდაც ჩვენს დღეობას? თუმცა, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რა მოსწონს და რა არ მოსწონს ჩვენს პატარა ბინადარს.

ეცადეთ დღესასწაული მოაწყოთ ისე, რომ ეს მოეწონოს თქვენს შინაურ ცხოველსაც და თქვენც.

1. გააფორმეთ ის ოთახი ან ეზო სადაც აპირებთ, თქვენი ძაღლის დაბადების დღის აღნიშვნას, სხვადასხვა, მისთვის საყვარელი სათამაშოებით.

Zooclub

2. დაპატიჟეთ ძაღლები პატრონებთან ერთად, რომლებთანაც მას ყველაზე ხშირად აქვს კონტაქტი და თქვენ ძაღლთან მეგობრულად არიან
განწყობილნი.

Zooclub

3. ოთახში, სადაც აღნიშნავთ თქვენი ბინადრის დაბადების დღეს, გაათავისუფლეთ ისეთი ნივთბისგან, რომელიც შესაძლოა დაზიანდეს ან ცხოველს ავნოს.

Zooclub

4. არ დაგავიწყდეთ დაბადების დღის ტორტი, რომელიც იქნება განკუთვნილი არა ადამიანებისთვის, არამედ ძაღლებისთვის (გაკეთებული, მათთვის საყვარელი სასუსნავებით).

Zooclub

5. მოიფიქრეთ თქვენი ძაღლისა და მისი სტუმრებისთვის, რაიმე მათთვის სახალისო თამაში, რითიც ისინი გამხიარულდებიან და თქვენი ოთხფეხა ბინადარი გაერთობა.

Zooclub

6. დაბოლოს, არ დაგავიწყდეთ ფოტოების გადაღება, რათა მომავალში თქვენი საყვარელი ძაღლის ერთ-ერთი დაბადების დღე ტკბილად და ღიმილით გაიხსენოთ.

Zooclub

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?