სპეციალისტებმა გამოიკვლიეს, თუ როგორ უნდა ესაუბროს პატრონი ძაღლს
სპეციალისტებმა გამოიკვლიეს, თუ როგორ უნდა ესაუბროს პატრონი ძაღლს
შინაურ ცხოველთან მეგობრული დამოკიდებულება არა მარტო გააღრმავებს ნდობას, არამედ ძაღლს სიცოცხლესაც გაუხანგრძლივებს.

"კომპანიონი ცხოველის მისამართით ემოციური საუბარი ხელს უწყობს ურთიერთობის გამყარებას მასსა და პატრონს შორის",- წერს გამოცემა "Telegraph"-ი.

სპეციალისტებმა გამოავლინეს, რომ ზრდასრული ძაღლები უკეთ იღებენ მაღალ ტონალობაში და გარკვეული რიტმით წარმოთქმულ წინადადებებს, ხოლო ლეკვები ექვსიდან 1 წლამდე უკეთესია აღვზარდოთ ისე, როგორც ბავშვი. ამგვარი ურთიერთობები საკუთარ ბინადართან განსაკუთებული ნდობის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.

იორკის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეიმუშავეს სპეციალური "სასაუბრო რეესტრი", რომელიც ძაღლის მფლობელებს დაეხმარება, წვრთნის პროცესში გამოყენებული სიტყვებით, სწრაფად დაამყარონ ჰარმონიული ურთიერთობა საკუთარ
ბინადართან.

სპეციალისტების აზრით, ძაღლის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება არა მარტო შეამსუბუქებს ვარჯიშის პროცესს, არამედ ხელს შეუწყობს
მისი ემოციური ფონის სტაბილურობას. შედეგად, ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდება.

ძაღლთან ურთიერთობისას ენის რაიმე განსაკუთრებული თავისებურება არ არსებობს - მკვლევრებმა ახალი მეთოდი გამოსცადეს ინგლისურ, შვედურ, რუსულ და იაპონურ ენებზე. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ 10 წლის შემდეგ, ნეიროქსელებისა და "მანქანათმცოდნეობის" დახმარებით, მკვლევრები გეგმავენ, შექმნან სრულყოფილი თარჯიმანი, რომელიც ძაღლის სურვილებს ადამიანის ენაზე გადათარგმნის.

ასევე იხილეთ:

სპეციალისტებმა დაამტკიცეს რომ ადამიანების მსგავსად, პრობლემებზე ფიქრის დროს, ძაღლებს ღამე დაძინება უჭირთ

მკვლევრებმა დაამტკიცეს, რომ ძაღლი კატაზე ჭკვიანია და აი, რატომ...

ძაღლების შესახებ 8 მითი, რომლებისაც შინაური ცხოველთა პატრონების უმეტესობას სჯერა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?