სპეციალისტებმა დაამტკიცეს რომ ადამიანების მსგავსად, პრობლემებზე ფიქრის დროს, ძაღლებს ღამე დაძინება უჭირთ
სპეციალისტებმა დაამტკიცეს რომ ადამიანების მსგავსად, პრობლემებზე ფიქრის დროს, ძაღლებს ღამე დაძინება უჭირთ
"ძაღლს, ისევე როგორც ადამიანს, პრობლემებზე ფიქრის დროს დაძინება უჭირს,"-ამბობენ უნგრელი სპეციალისტები.

ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალში Proceedings of the Royal Society - -ი გამოქვეყნდა,  შინაურ ცხოველს ნეგატიური ფიქრები ხელს უშლის დაძინებისას. ამის დასამტკიცებლად უნგრელმა მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც შინაურ ცხოველის ემოციურ ფონს იწვევდნენ  6 წუთის განმავლობაში, ხოლო შემდეგ აკვირდებოდნენ მისი ძილის ხარისხს.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო თექვსმეტმა ძაღლმა. ყოველი მათგანი იყო პოზიტიური ან ნეგატიური ზემოქმედების ქვეშ. პირველ შემთხვევაში ძაღლებს ეთამაშებოდნენ და ეფერებოდნენ, მეორე შემთხვევაში კი, მათ აშინებდა უცხო ად
ამიანი, ხოლო პატრონი ამ საშიშროებას იგნორირებას უკეთებდა. ამის შემდეგ, ძაღლებს ნება დართეს დაეძინათ სამი საათის განმავლობაში.

აღმოჩნდა, რომ
სხვადახვა ემოციური ფონი განსხვავებულად მოქმედებს ღრმა და ზედაპირული ძილის ფაზებზე. მაგალითად, ძაღლი, რომელმაც უარყოფითი ემოციური ფონი მიიღო, სწრაფად იძინებდა  და საშუალოდ 15 პროცენტით მეტ დროს ატარებდა  ზედაპირული ძილის ფაზაში, ხოლო 20 წუთით ნაკლებს ღრმა ძილის ფაზაში.

ექსპერიმენტმა დაადგინა, რომ  ნეგატიური ფონის დროს ცხოველის ძილის ხარისხი უარესდება.

ასევე იხილეთ:

ნევროზი ძაღლებში პატრონის ქცევებზეა დამოკიდებული

მეცნიერებამ მოუძებნა ახსნა იმ ფაქტს, რომ ძაღლებს "ცუდი" ადამიანების ამოცნობა შეუძლიათ

ძაღლებმა ემოციების გამოვლენა ადამიანების გულის მოსაგებად ისწავლეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?