ავღანური მწევარი ეიჯეი, რომელიც ძაღლების მოდის ინდუსტრიაში წამყვანი მოდელია (+ფოტო)
ავღანური მწევარი ეიჯეი, რომელიც ძაღლების მოდის ინდუსტრიაში წამყვანი მოდელია (+ფოტო)
გაიცანით, ეს ეიჯეი ნირვანა ბათელია (AJ Nirvana Battle) - 3 წლის ხვადი ავღანური მწევარი, რომელიც პეკინში (ჩინეთი) მზრუნველ პატრონთან, 29 წლის კევინ ჩანთან ერთად ცხოვრობს. ეიჯეი ძაღლების მოდის ინდუსტრიაში წამყვანი მოდელია. მას ძალიან მოსწონს პოზირება და თითქოს ამაყობს თავისი გრძელი და ლამაზი ბეწვით.

კევინ ჩანი ყოველდღე ძაღლის ბანაობასა და დავარცხნას 6-8 საათს უთმობს. გარდა ამისა, პატრონს არ ენანება ძაღლის მოვლის საშუალებებში დიდი თანხის გადახდა.

მისი თქმით, მან ეიჯეისთვის 15 000 დოლარი უკვე დახარჯა, ხოლო ყოველ კვირას, თავისი ოთხფეხა მეგობრის დაბანის საშუალებებში 150
დოლარს იხდის.

მიუხედავად დიდი ფინანსური დანახარჯისა, 29 წლის მარკეტინგის დირექტორი დიდი სიამოვნებით უვლის თავის ბინადარს, რადგან
თვლის, რომ ენჯეი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია.

იხილეთ გრაციოზული ავღანური მწევრის ფოტოგალერეა

წყარო: boredpanda

ასევე იხილეთ:

ყველაზე მოდური კატების გარდერობი

პატრონი თავის ფოტოგენურ კურდღელს ახალ ვარცხნილობას უკეთებს

ვინ არის ეს აბრეშუმივით ნაზი არსება?!
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?