ვინ არის ეს აბრეშუმივით ნაზი არსება?! (+ფოტო)
ვინ არის ეს აბრეშუმივით ნაზი არსება?! (+ფოტო)
მას აქვს სტილი და გრაცია. ავღანური მწევარს სოცქსელში იმაზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, ვიდრე -უბრალო მოკვდავებს. როდესაც 5 წლის ტის უყურებ გესმის, რატომ გახდა მისი ფოტო ინტერნეტსენსაცია.

ძაღლის პატრონი ლიუკ კავაგანის (ოისტერ-ბეიდან, აშშ) თქმით, მთელი ოჯახი აკვირდება შინაური ბინადრის დიდებისკენ სვლას.

“სულ ვთვლიდით, რომ ის ზედმეტად ლამაზია იმისთვის, რომ სახლში დავმალოთ”, - ამბობს ლიუკი.

“სეირნობის დროს ტი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, მაგრამ მას ეს ძალიან არ მოსწონს ისევე, როგორც ნებისმიერ სუპერმოდელს”, - აღნიშნავს პატრონი.

ტის დიდი მიღწევები ჰქონდა ძაღლების გამოფენებში მონაწილეობისას, მაგრამ
ფორმალური “პენსიაზე გასვლის” შემდეგ მისი პოპულარობა უფრო გაიზარდა. ეს ფოტოგრაფია სოციალური ქსელის მილიონზე მეტმა მომხმარებელმა
ნახა და გააზიარა.

კავანაგების ოჯახი გააოცა სწორედ ამ ფოტოს ასეთმა პოპულარობამ. ლუკი თვლის, რომ მასში არაფერია განსაკუთრებული.

"მას უბრალოდ ფოტო გადავუღე ერთ-ერთი ბანაობის შემდეგ. ეს უბრალოდ ტია თავის ჩვეულებრივ ამპლუაში”, - ამბობს ძაღლის პატრონი.

ლუკ კავანაგუს რამდენიმე კომპანიამაც კი მიმართა წინადადებით, რომ ტის მათი პროდუქცია წარმოედგინა და ძაღლის კარიერის მეორე ეტაპი დაიწყო, ამჯერად, როგორც მსახიობი ცხოველის.

ტი უკვე გადაიღეს ინტერნეტკომპანიაში და ძაღლების სუნამოს Harriot and Hounds-ის სატელევიზიო ვიდეორგოლში. ასევე, ის შინაური ცხოველების საკვების Royal Canin-ის სახეა.

პატრონის თქმით, ახლა ძაღლი ისვენებს და მის უახლოეს გეგმებში არ შედის ჰოლივუდის დაპყრობა.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?