ავღანური მწევარი
ავღანური მწევარი
რო­ცა მოხ­დე­ნი­ლი და ულა­მა­ზე­სი ავ­ღა­ნუ­რი მწევ­რის ყო­ლას გა­დაწყ­ვეტთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ მი­სი მოვ­ლა ად­ვი­ლი არ არის. ეს ძაღ­ლი მხო­ლოდ მა­შინ აიყ­ვა­ნეთ, თუ მზად იქ­ნე­ბით და­უთ­მოთ დი­დი დრო. ამ­ტა­ნი, მარ­დი და უზო­მოდ ენერ­გი­უ­ლი ჯი­ში – ავ­ღა­ნუ­რი მწე­ვა­რი – მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის მან­ძილ­ზე გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და თა­ვის სამ­შობ­ლო­ში ქურ­ცი­კებ­სა და სხვა დიდ ცხო­ვე­ლებ­ზე, მათ შო­რის თოვ­ლის ჯიქ­ზე (ირ­ბის­ზე) სა­ნა­დი­როდ. მათ გან­სა­კუთ­რე­ბით სწყა­ლობ­დნენ დი­დე­ბუ­ლე­ბი. ავ­ღა­ნუ­რი მწევ­რე­ბი ად­ვი­ლად არ იწ­ვრთნე­ბი­ან, ტა­ნი­თაც დი­დე­ბი არი­ან და მა­თი მარ­თვაც რთუ­ლი­ა. 1970-ი­ა­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­თი პო­პუ­ლა­რო­ბა გა­ი­ზარ­და, ამი­ტომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­უ­ფიქ­რებ­ლად იძენ­და. თუმ­ცა
ეს ძაღ­ლე­ბი, ნამ­დვი­ლად არ არი­ან სა­თა­მა­შო­ე­ბი, ადა­მი­ა­ნებს დი­დი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბათ მათ­თან კავ­ში­რის და­სამ­ყა­რებ­ლად. ა­მი­ტო­მაც ბევ­რმა
პატ­რონ­მა ისი­ნი იმედ­გაც­რუ­ე­ბის გა­მო მი­ა­ტო­ვა.

ავ­ღა­ნუ­რი მწევ­რის გრძე­ლი, სქე­ლი ბეწ­ვი მო­ითხ­ოვს ძალ­ზე დიდ ყუ­რადღ­ე­ბას და უნ­და ივარ­ცხნე­ბო­დეს ყო­ველ­დღე. გაწ­მინ­დეთ მშრა­ლი შამ­პუ­ნით სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და აბა­ნა­ვეთ თვე­ში ერ­თხელ.


კუ­დი
კუ­დის ბო­ლო მოგ­რე­ხი­ლია და რკალს ქმნის.

ტა­ნი
გრძე­ლი, გამ­ხდა­რი, ძლი­ე­რი, ღო­ნი­ე­რი, დაკუნთული კის­რით.

სა­ხე
გრძე­ლი და დახ­ვე­წი­ლი, ღირ­სე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.


ბეწ­ვი
ტანზე გრძე­ლი, სწო­რი და აბ­რე­შუ­მისებრი, სახეზე და ხერხემლის გასწვრივ – გაცილებით მოკლე. სტანდარტით დაშვებულია ნებისმიერი შეფერილობის.

თვა­ლე­ბი
ნუ­ში­სებ­რი მოყ­ვა­ნი­ლო­ბის და მუ­ქი.

ცხვი­რი
შა­ვი.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი აქვს გრძე­ლი, სწო­რი, და ძლი­ე­რი, უკა­ნა ფე­ხე­ბი – ღო­ნი­ე­რი და კარ­გად და­კუნ­თუ­ლი.

თათები
გრძე­ლი და ფარ­თო, გა­მოკ­ვე­თი­ლი და უჩ­ვე­უ­ლოდ გრძე­ლი თითებით.

ავ­ღა­ნუ­რი მწევ­რის გა­რეგ­ნო­ბა გა­მო­ხა­ტავს ღირ­სე­ბა­სა და თავ­და­ჭე­რი­ლო­ბას, ამი­ტო­მაც არის­ტოკ­რა­ტიულ ჯიშად ითვლება.

სქე­ლი, აბ­რე­შუ­მი­სებ­რი ბეწ­ვით და­ფა­რუ­ლი ავ­ღა­ნუ­რი მწე­ვა­რი მი­ე­კუთ­ვნე­ბა ცხო­ველ­თა იმ კა­ტე­გო­რი­ას, რომ­ლე­ბიც მკვიდ­რო­ბენ მა­ღალ­მთი­ან ად­გი­ლებ­ში.
ეს ძაღ­ლე­ბი უკი­დუ­რე­სად ჭკვი­ა­ნე­ბი და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ე­ბი არი­ან.
ავ­ღა­ნუ­რი მწე­ვა­რი ზო­გა­დად ჯან­მრთე­ლი ჯი­ში­ა, თუმ­ცა ზო­გი­ერთ მათ­განს აღე­ნიშ­ნე­ბა თვა­ლის ისე­თი პრობ­ლე­მე­ბი, რო­გო­რები­ცაა კა­ტა­რაქ­ტა და პროგ­რე­სი­რე­ბა­დი რე­ტი­ნა­ლუ­რი ატ­რო­ფი­ა.
ავ­ღა­ნურ მწე­ვარს უყ­ვარს ღია სივ­რცე და უნ­და მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, თა­ვი­სუფ­ლად ირ­ბი­ნოს უსაფ­რთხო ად­გი­ლებ­ში, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, დიდ­ხანს უნ­და ისე­ირ­ნოს. სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რა თა­ვი­სუ­ფა­ლი და მოქ­ნი­ლი აქვს.

ყურადღება!
ავ­ღა­ნუ­რი მწევარი კარ­გად ეგუ­ე­ბა ქა­ლა­ქურ ცხოვ­რე­ბას, მაგ­რამ დი­დი სივ­რცე ესა­ჭი­რო­ე­ბა.
ხში­რად ძალ­ზე ძნე­ლია ამ ძაღ­ლის მოხ­მო­ბა და­ძა­ხე­ბით.


ხვადი
66 74 სმ
25 29 კგ

ძუ
61 66 სმ
20 25 კგ


მონაცემები

წარმოშობა - ავღანეთი
მთავ. დანიშნულება - დიდ ცხოველზე ნადირობა
ტემპერამენტი - დამოუკიდ, მკვირცხლი
სიც. ხანგრძლივობა - 12-13 წელი
მოვლა - ინტენსიური
ვარჯიში - რეგულ, ენერგიული
მოდარაჯე - სუსტი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?