error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/d941565a048e25396ad096a951d7c926.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
რა პერიოდულობით უნდა დავბანოთ ჰასკი და როგორ გავუწმინდოთ ბეწვი?
რა პერიოდულობით უნდა დავბანოთ ჰასკი და როგორ გავუწმინდოთ ბეწვი?
"გრუმინგი"- ჰასკის ჯიში. სხვა ძაღლების მსგავსად, ბეწვს წელიწადში ორჯერ იცვლის. ამ პროცესს "თივთიკის განახლებას" (განგურს) უწოდებენ. ეს ხდება გაზაფხულზე, როდესაც მზე ძლიერდება. ასევე, ზამთრისთვის მზადება - შემოდგომის პერიოდში, რათა ბეწვმა ცხოველი ცივი კლიმატისგან დაიცვას.

არასოდეს გაპარსოთ ჰასკი, რადგან მისი თივთიკი უზრუნველყოფს ბუნებრივ იზოლაციას. გარდა ამისა, ძაღლს იცავს მზის სხივებისა და დამწვრობისგან. ამის მაგივრად,  ხშირი "გრუმინგი" (ბეწვის გამოხშირვა) თქვენს ბინადარს კომფორტს და სისუფთავეს შეუქმნის.

ჰასკის ლეკვის თივთიკი რბილი, ბამბის მაგვარია, თუმცა, 10-დან 14 თვის შემდეგ მას სრულიად სცვივა რბილი ბეწვი და
სანაცვლოდ შედარებით უხეში თივთიკი იზრდება.

Zooclub

ჰასკის არასოდეს შეაჭრათ ბეწვი ან გაპარსოთ

ჰასკი, წელიწადში ერთხელ, ბეწვის
შიდა საფარს სრულიად იცვლის. ეს პროცესი გრძელდება 6 კვირის განმავლობაში. მკვდარი თივთიკი სრულიად უნდა ჩამოივარცხნოს, რათა მის ადგილას ძლიერი ბეწვი სწრაფად ამოვიდეს. თბილი აბაზანა და გაშრობა ბეწვის თანაბარ ზრდას უზრუნველყოფს - საქმე ბევრად გამარტივდება, თუ ცხოველს ამ პროცედურის შემდეგ ზედმიწევნით დავარცხნით.

ჰასკისთვის შესაფერისი კლიმატის შემთხვევაში, ის არ კარგავს დიდი რაოდენობით ბეწვს (გარდა განგურისა). მიზეზი კი მშრალი და ცივი კლიმატია, მაგრამ თუ თქვენ ციმბირში არ ცხოვრობთ, შეამჩნევდით, რომ მას ბეწვი მთელი წლის განმავლობაში, სხვა ძაღლებთან შედარებით, მეტად სცვივა. ჯანმრთელი ძაღლისთვის, ბეწვის თანაბარი ცვენა ნორმალური (არა ბუდობრივი) პროცესია.

როგორც ზევით აღვნიშნეთ, ამ ჯიშისთვის რეკომენდირებული არ არის ბეწვის შეჭრა ან გაპარსვა - თივთიკი, რომელიც ძაღლის კანს ფარავს, ბეწვის დაცვას ახდენს, ხოლო ბეწვი  ძაღლს საზიანო ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს.

Zooclub

ამის მინიშნება შესაძლოა ჰასკის პატრონებისთვის აუცილებელი არ იყოს, თუმცა, სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ძაღლს არასოდეს მოვაჭრათ ულვაშები, რომლებიც მისთვის ე.წ. "სენსორებია". ძაღლის ულვაშები მკვრივი საგნის ზედაპირზე შეხებისას,  ვიბრირებს და მას გამაფრთხილებელ ინფორმაციას აწვდის.

დავარცხნა - ბეწვის გამოხშირვა

ძაღლისთვის და პატრონისთვის სისუფთავის საწინდარია, ასწავლოთ თქვენს ბინადარს დავარცხნის დროს მშვიდად იწვეს ან იდგეს. გარეული ძაღლები ერთმანეთს ასუფთავებენ, ეს იერარქიის ერთ-ერთი გამოვლინება და სოციალური კავშირია.

აუცილებელია ჰასკის რეგულარული, მოკლეხნიანი "გრუმინგი", ყველაზე იშვიათად კვირაში ერთხელ, რათა მისი ბეწვი ბრწყინავდეს და იყოს ჯანმრთელი. ზოგიერთ პატრონს ავიწყდება ან არ თვლის საჭიროდ, რომ ამ ჯიშს ბეწვის გამოხშირვა ზამთარშიც სჭირდება, ეს კი დიდი შეცდომაა. ნესტიანი თვეების პერიოდში ძაღლის ბეწვი ხდება ტენიანი და შედეგად, კანის თივთიკი ზიანდება, ამიტომ არ დაგავიწყდეთ მისი ხშირი ვარცხნა. 

Zooclub

როდესაც ძაღლის დავარცხნას დაიწყებთ, ფართო კბილანებიანი სავარცხლით (სპეციალურად ძაღლებისთვის განკუთვნილი), ბეწვი გაყავით რამდენიმე ნაწილად, რათა სხეულის რომელიმე ადგილი არ გამორჩეს.

დარწმუნდით, რომ ძაღლს მთელი სხეული დავარცხნილი აქვს, მათ შორის კუდის ქვეშ (სადაც დიდი რაოდენობით მკვდარი ბეწვია) და მუცელზე.

ასევე, "გრუმინგის" დროს უნდა გაითვალისწინოთ მკბენარების მოშორებაც. გამოიყენეთ რწყილების საწინააღმდეგო, სპეციალური მეტალის სავარცხელი. პარალელურად, მოამზადეთ თბილი წყლით ქილა, სადაც დავარცხნის შემდეგ დაასველებთ სავარცხელს, შედეგად რწყილები თბილ წყალში განადგურდება.

ბეწვის გამოხშირვისთვის რეკომენდირებული ხელსაწყოები: ფურმინატორი და სპეციალური ბეწვის შესათხელებელი ფოცხი.

Zooclub

წმენდა

ციმბირული ჰასკი კატის მსგავსად თავს თვითონ ისუფთავებს. მისი თივთიკი შეიცავს ნატურალურ ზეთს, რაც მას ეხმარება ჭუჭყის მოშორებაში. ეს ნიშნავს, რომ ჰასკის დაბანა შეიძლება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ. ხშირმა ბანაობამ შესაძლოა, ბუნებრივი ზეთი სრულად გამოაშროს და ძაღლს კანის პრობლემები დაეწყოს.

რეგულარული სისუფთავისთვის გამოიყენეთ წყალში გახსნილი ძაღლისთვის განკუთვნილი კონდიციონერის ნარევი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ბინადარი იყოს ყოველთვის სასიამოვნო სუნით, სუფთა და ბზინვარე ბეწვით.

Zooclub

როდესაც ძაღლის ბანაობა აუცილებელი გახდება, გამოიყენეთ სპეციალურად ძაღლებისთვის განკუთვნილი შამპუნი. ბანაობის დასრულებისას კარგად გადაავლეთ წყალი, რათა შამპუნი სრულიად მოშორდეს (შეეცადეთ ყურებსა და თვალების მიდამოებში უბრალოდ სველი ხელით გაწმინდოთ). ტკიპების მოსაშორებლად, ყურების მიდამოებში, გამოიყენეთ ნატურალური ზეთი (მიაქციეთ ყურადღება, სითხე ყურის ნიჟარაში არ მოხვდეს).

Zooclub

ბანაობისას რეკომენდირებული ხელსაწყოები: შამპუნი და "გრუმინგისთვის" განკუთვნილი ხელთათმანი.

Zooclub

ასევე იხილეთ:

5 მიზეზი, თუ რატომ არის ძაღლისთვის სათამაშო აუცილებელი?

როგორ უნდა მოვუაროთ შინაურ ცხოველს ზაფხულის გაუსაძლის სიცხეში და რა უნდა გავითვალისწინოთ?

როგორ განვსაზღვროთ ძაღლის ასაკი კბილების მიხედვით?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?