ზღაპრები ჰასკიზე (+ფოტო)
ზღაპრები ჰასკიზე (+ფოტო)
დღეს გთავაზობთ ულამაზესი ძაღლების ფოტოებს ფანტასტიკური პეიზაჟების ფონზე. ქალაქ კიროვში მცხოვრებ ვლადიმერ პოლიანსკის სამი ჰასკი ჰყავს. ვლადიმერი ყველგანმავალზე მუშაობს და ალიასკა, ქარბუქი და შასტი ამავე ჯიშის სხვა ძაღლებთან ერთად ბუნებაში რეგულარულად გაჰყავს.

იგი ძაღლებს ჩრდილოეთის ულამაზესი პეიზაჟების ფონზე იღებს.

"ეს ალბათ ერთადერთი ძაღლები არიან მსოფლიოში, რომლებიც ყოველ შაბათ-კვირას გადიან 500 კილომეტრს, რომ ახალი ადგილები ნახონ", - ჰყვება ვლადიმერი.

ის ამბობს, რომ ძაღლები კარგად იტანენ მგზავრობას და როგორც გამოცდილი ტურისტები მთელი კვირა მომავალ მოგზაურობაზე ცხოვრობენ.

"ეს უბრალოდ ჩვენი ცხოვრების წესია, ვიყოთ
ყველგან ფუმფულა მეგობრებთან ერთად და ეს ძალიან მოგვწონს", - ამბობს პოლიანსკი.

მოდით, ვნახოთ ამ საოცარი
ძაღლების არაჩვეულებრივი და ულამაზესი თავგადასავალი.


იხილეთ ფოტოგალერეა


Zooclub
http://www.zooclub.ge/index.php?option=com_nicegallery&view=categories&category=313&Itemid=49
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?