კანალიზაციის მილიდან ჰასკი ამოიყვანეს
კანალიზაციის მილიდან ჰასკი ამოიყვანეს
უსახლკარო ცხოველების დამჭერ სამსახურში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სან-დიეგოს ენკანტოს რაიონის კანალიზაციიდან ძაღლის თავი ჩანდა. როდესაც დამჭერები არსებულ მისამართზე მივიდნენ, მათ მართლაც დაინახეს, რომ ტროტუართან, კანალიზაციის მილიდან ჰასკის ჯიშის თეთრი ძაღლის თავი.

შესახედად ძაღლი სრულიად ჯანმრთელი ჩანდა, თუმცა, როდესაც ადამიანები მიუახლოვდნენ, მას შეეშინდა და მილში მიიმალა. ძაღლის გამოსაყვანად რაიონის მოცემული მონაკვეთი გადაკეტეს, რის შემდეგაც მიწის ქვეშ ძაღლდამჭერები ჩაგზავნეს. მათ ადილობრივი მცხოვრებლებიდან ერთი მოხალისეც ეხმარებოდა.

უსახლკარო ცხოველების დამჭერმა ბრიგადამ ძაღლის ჩიხში მომწყვდევა შეძლო, სადაც ის, როგორც იქნა, დაიჭირეს და წაიყვანეს.
ძაღლი გასინჯეს. მას მიკროჩიპი აღმოაჩნდა, საიდანაც გაირკვა, რომ ძაღლს ბელა ერქვა. ჩიპზე არსებული ინფორმაციით, იპოვეს
მისი პატრონი, რომელმაც სულ მალე გაქცეული ბელა სახლში წაიყვანა.

როგორც ჩანს, ძაღლი კანალიზაციაში შეძვრა, მაგრამ იქიდან გამოსვლა უკვე ვეღარ შეძლო.


dato
მაგარია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?