ვეტერინარის რჩევები, თუ როგორ დავიცვათ შინაური ცხოველი ცხელ ამინდში: "ძაღლს ბეწვი მოკლედ არ შეჭრათ"
ვეტერინარის რჩევები, თუ როგორ დავიცვათ შინაური ცხოველი ცხელ ამინდში: "ძაღლს ბეწვი მოკლედ არ შეჭრათ"
გაუსაძლისი სიცხის დროს, ძაღლის მფლობელებს ვეტერინარები რამდენიმე რჩევას უზიარებენ. როგორ უნდა დავიცვათ შინაური ცხოველი ცხელ ამინდში ამის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს ჟურნალი "Polska i swiat"-ი.

სპეციალისტები ძაღლის პატრონებს ურჩევენ, თავიანთ ბინადრებს ბეწვი ძალიან თხლად არ შეჭრან, რადგან თითვიკი ცხოველს ცხელ ამინდში იცავს. გარდა ამისა, არ არის სასურველი, თქვენი ძაღლი გასაგრილებლად ქალაქში მდებარე შადრევანში შეუშვათ, რადგან შესაძლოა, კანის ინფექციით მარტივად დაავადდეს.

ვეტერინარების რჩევით, თუ ძაღლს გაგრილება სურს, გამოიყენეთ სველი პირსახოცი, რომელსაც ცხოველს რამდენიმე წუთი კისერზე დააფენთ.

ამასთანავე, ცხელ ამინდში არ არის რეკომენდირებული ძაღლის წაყვანა,
თუ ველოსიპედით სეირნობას აპირებთ. ასევე, სასურველი არაა სეირნობა ბეტონზე ან ასფალტზე. ამ დროს დიდი რისკია,
ცხოველს თათები დაუზიანდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი სიცხისგან მოითენთა, სპეციალისტები გვირჩევენ მის ჩრდილში გადაყვანას და გაგრილებას სველი პირსახოცით: რამდენიმე წუთი პირსახოცი დააფინეთ სხეულზე ან მხოლოდ კისერზე.

ასევე იხილეთ:

რა ემართება ძაღლს 15 წუთში, თუ მას სიცხეში მანქანის სალონში ჩაკეტავთ

როგორ უნდა მოვუაროთ შინაურ ცხოველს ზაფხულის გაუსაძლის სიცხეში და რა უნდა გავითვალისწინოთ?

ძაღლების შესახებ 8 მითი, რომლებისაც შინაური ცხოველთა პატრონების უმეტესობას სჯერა

რა პერიოდულობით უნდა დავბანოთ ჰასკი და როგორ გავუწმინდოთ ბეწვი?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?