რა ემართება ძაღლს 15 წუთში, თუ მას სიცხეში მანქანის სალონში ჩაკეტავთ
რა ემართება ძაღლს 15 წუთში, თუ მას სიცხეში მანქანის სალონში ჩაკეტავთ
სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა ექსპერიმენტის საშინელი შედეგი, რომელიც შინაური ბინადრის პატრონებს სთხოვს, სიცხის დროს ძაღლი მანქანაში არ დატოვონ. 

მან საილუსტრაციოდ ავტომობილის სალონში 15 წუთი მოათავსა ტაფაზე გატეხილი კვერცხი, რომელიც დროის გასვლის შემდეგ ერბოკვერცხად გადაიქცა.

Zooclub

ექსპერიმენტის დროს ქუჩაში 25 გრადუსი იყო, თუმცა, მანქანის სალონში ტემპერატურა +37-დან +48 გრადუსამდე აღწევდა.

Zooclub

ძაღლებს განსაკუთრებით უჭირთ სიცხეში ყოფნა, მითუმეტეს თუ ისინი პატ
არა, დახურულ სივრცეში არიან. მსგავს სიტუაციაში შესაძლოა, ცხოველს დაუზიანდეს ტვინი ან სიცხისგან მოკვდეს.

ასევე, ცხოველთა დამცველები აფრთხილებენ შინაური ბინადრის პატრონებს, რომ სიცხეში   ძაღლი ცხელ ასფალტზე არ ასეირნონ, რადგან ასე თათის ბალიშები მარტივად დაუზიანდებათ.

ცხოველთა დამცველების მონაცემებით, ყოველ წელს უამრავი ძაღლი
კვდება იმის გამო, რომ პატრონი მათ სიცხეში დახურული მანქანის სალონში ტოვებს. ამ დროს, ცხოველი შესაძლოა, ერთმა წუთმაც კი უსიამოვნო შედეგამდე მიიყვანოს.

ასევე იხილეთ:

მამაკაცმა მანქანის მინა გატეხა და სიცხეში ჩაკეტილი ძაღლი სიკვდილისგან იხსნა

ბრიტანელი ვეტერინარები: "ნუ დატოვებთ ძაღლს მანქანაში"


მან დახურულ ავტომობილში ჩაკეტილი მომაკვდავი ძაღლი დაინახა…


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?