"გაქცევა თბილისიდან: წყალდიდობის შედეგად, პინგვინი თბილისის ზოოპარკიდან აზერბაიჯანის საზღვარზე აღმოჩნდა"
"გაქცევა თბილისიდან: წყალდიდობის შედეგად, პინგვინი თბილისის ზოოპარკიდან აზერბაიჯანის საზღვარზე აღმოჩნდა"
"საშინელი წყალდიდობის შედეგად თბილისის ზოოპარკში არაერთი ცხოველი დაიხოცა, ზოგიერთი ლიკვიდირებულია, ხოლო ზოგმა თავს უშველა და მეზობელი ქვეყნისკენ "გაეშურა".

ntv.ru-ს ცნობით, თბილისის ზოოპარკის ბინადარი პინგვინი წითელ ხიდთან, აზერბაიჯანის საზღვარზე იპოვეს.

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია ამ დრომდე არ ადასტურებს ინფორმაციას, 
რაც დღეის ინფორმაციით ცნობილია, ჯერ მხოლოდ 3 გადარჩენილი პინგვინი ბინადრობს  ზოოპარკში.

2014 წელს ტორქის ზოოპარკმა Living Coasts-მა თბილისის ზოოპარკს აფრიკული პინგვინები გადასცა საჩუქრად, სწორედ მათთვის იყო აშენებული პინგვინარიუმი, რომელიც აუზით, ქვიშანი სანაპიროთი და ამ ცხოველების კომფორტისთვის შესაბამისი გარემოთი იყო შექმნილი. ეს პინგვინარიუმი ქალაქში დატრიალებული ტრაგედიის დროს განადგურდა.

წყარო: ntv.ru

ასევე იხილეთ:

თბილისის ზოოპარკში
აფრიკული პინგვინები ჩამოიყვანეს


ann
ამ ტექსტის დამწერი დარწმუნებული ვარ თბილიში გავლითაც არ არის ნამყოფი, თორე ასეთ სისულელეს არ დაწერდა იმის გათვალისწინებით რომ საზგვრამდე კაშხალი ქონდატ გასავლელლი პინგვინებ :))) რისი ალბათობაც არ არსებობს!!!
gg
კაშხალი როგორ გადაიარეს რა საინტერესოა? ამ დენი ტყვილი არ მოგბეზრდათ??????? ან ცოტაოდენი განათლება არ უნდა გქონდეთ ვინც ეს მასალა მოამზადა?
gio
მერე ამდენ ლოგიკას ისიც რო დაუმატო რო წყალმა წაიღო შესაბამისი სიჩქარით, ვერა?
მაიკო
ელემენტარული ლოგიკით და ცნობილი ფორმულით (პინგვინის მიერ განვითარებული მაქსიმალური სიჩქარე, არსებული მანძილი, დრო) პინგვინი წითელ ხიდზე ვერ აღმოჩნდებოდა
lui dega
მატილოკი ქონდა ნანახი?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?