თბილისის ზოოპარკში აფრიკული პინგვინები ჩამოიყვანეს
თბილისის ზოოპარკში აფრიკული პინგვინები ჩამოიყვანეს
თბილისის ზოოპარკში სიახლეა. დიდი ბრიტანეთის ქალაქ ტორქის ზოოპარკმა, Living Coasts -მა, თბილისის ზოოპარკს საჩუქრად აფრიკული პინგვინები გადასცა. 

"ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ამ სახეობის პინგვინების ჩამოყვანა, რადგან ეს სახეობა გადაშენების პირასაა და გამრავლების სპეციალურ პროგრამაში არიან ჩასმულები. ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების გაერთიანებამ (EAZA), გადაწყვეტილება მიიღო და აფრიკული პინგვინები საჩუქრად გადმოგვცა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც EAZA-მ მათ არაწევრ ზოოპარკს გადასცა გასამრავლებლად გადაშენების პირას მყოფი ცხოველები.

ჩვენ უკვე მესამე წელია, EAZA-ს წევრობის კანდიდატები ვართ, ხოლო 2 წლის შემდეგ იმედი გვაქვს, უკვე სრულუფლებიანი წვრები
გავხდებით." – განუცხადა თბილისის ზოოპარკის წარმომადგენელმა ZooClub-ს.


Zooclub

აფრიკული პინგვინები თბილისის ზოოპარკში,
მათთვის შესაბამის გარემოში იცხოვრებენ. მათ ექნებათ სპეციალურად მოწყობილი აუზი და ქვიშიანი სანაპირო. ასევე მათთვის გაკეთდა გამოქვაბულის მსგავსი სპეციალური თავშესაფარი. აფრიკულ პინგვინებზე იზრუნებენ თანამშრომლები, რომლებმაც სპეციალური, გადამზადების კურსი გაიარეს ინგლისში. თბილისის ზოოპარკში გადაშენების პირას მყოფ პინგვინებს ყველა პირობა ექნებათ გამრავლებისთვის.
იხილეთ ვიდეო

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?