ქარიშხალ "დორიანის" დროს, ბაჰამის კუნძულებზე მცხოვრებმა, ასამდე მიუსაფარი ძაღლი სახლში შეიფარა
ქარიშხალ "დორიანის" დროს, ბაჰამის კუნძულებზე მცხოვრებმა, ასამდე მიუსაფარი ძაღლი სახლში შეიფარა
ბაჰამის კუნძულებზე მცხოვრებმა, ჩელა ფილიპსმა გადაარჩინა და სახლში შეიფარა ასამდე ძაღლი იმ დროს, როცა ქარიშხალი "დორიანი" კარიბის კუნძულებს მიუახლოვდა.

მე-5 კატეგორიის ქარიშხალი ბაჰამის კუნძულებზე 2 დღის განმავლობაში მძვინვარებდა, ფილიპსი, ქუჩიდან აყვანილ 97 ძაღლთან ერთად ნასაუში (ბაჰამის კუნძულების დედაქალაქი), თავის სახლში დარჩა.

Zooclub

ქალის თქმით, 79 ძაღლი მის საძინებელში მოკალათდა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებმა ანტისანიტარია შექმნას, ისინი ფილიპსის საწოლს არ შეხებიან.

Zooclub

"ცხოველები ერთმანეთს დაუმეგობრდნენ. ახალი ძაღლის მოყვანისას, მას შეფარებული ცხოველები კუდის ქიცინით ხვდებოდნენ," - ამბობს ფილიპსი.

წყარო: nbcnews.com
ირა
ეს არის ადამიანობა!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?