გავრცელდა ვიდეო სრულიად შავი პინგვინისა, რომელიც შესაძლოა, ერთადერთია დედამიწაზე (უნიკალური კადრები)
რამდენიმე ხნის წინ, დოკუმენტალისტების ჯგუფმა, რომლებიც სერიალ Dynasties-ს იღებენ და ასახავენ ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებას, კადრებზე აღბეჭდა სრულიად შავი სამეფო პინგვინი.

გადამღებმა ჯგუფმა ვიდეო Youtube-ის საკუთარ არხზე გაავრცელა.

სრულიად შავი პინგვინი (აღენიშნება რამდენიმე შეუმჩნეველი თეთრი ლაქა) უიშვიათესი მოვლენაა.

"მსგავსი შეფერილობის პინგვინი იმდენად იშვიათია, რომ შესაძლოა ეს ინდივიდი ამჟამად ერთადერთია თავის სახეობაში", - ამბობს სერიალის რეჟისორი.

მელანიზმი - მუტაცია, რომლის საშუალებითაც ეს წყალხმელეთა ცხოველი თავისი მოძმეებისგან განსხვავებით რადიკალურად გამორჩეულია.

სწორედ მისი შეფერილობის გამო, ეს უკანასკნელი ძალიან დიდი საშიშროების წინაშეა.

სამწუხაროდ, საფრთხე მტაცებლების მხრიდან მაღალია,
რადგან სამეფო პინგვინის უნიკალური შეფერილობა - სრულიად შავი ფერი, დამალვის საშუალებას არ აძლევს.

უჩვეულო გარეგნობის
პინგვინის სქესი ამ ეტაპზე დაუდგენელია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ცნობილია: მან სასწაულად მოაღწია დღევანდელობამდე, რაც მეტად ღირებულს ხდის ამ სახეობებს შორის.

ასევე იხილეთ:

სახლში დაბრუნებულმა პინგვინმა ცოლს საყვარელთან შეუსწრო… მათ ნამდვილი "ბრძოლის რინგი" გამართეს

"BBC"-ის ჟურნალისტებმა ანტარქტიდაზე პატარა პინგვინები გადაარჩინეს

მამრმა პინგვინმა მდედრის გულის მოსაგებად მეტოქეს სილა გაარტყა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?