ყველაზე დაკუნთული კენგურუ როჯერი 12 წლის ასაკში მოკვდა
კენგურუ, სახელად როჯერი, ქალაქ ალის-სპრინგსის (ავსტრალია) სიახლოვეს მდებარე ნაკრძალში რამდენიმე დღის წინ მოკვდა. როჯერი მსოფლიოში ცნობილი გახდა 2015 წლიდან - მას შემდეგ, რაც ნაკრძალის წარმომადგენლებმა მისი ფოტო-ვიდეო კადრები საზოგადოებას წარუდგინეს. კენგურუსთვის არადამახასიათებლად განვითარებული კუნთები ყველას აოცებდა.

ნაკრძალის ხელმძღვანელის კრის ბარნსის მიმართვაში წერია, რომ როჯერი სიბერისგან, 12 წლის ასაკში მოკვდა. ბარნსის თქმით, კენგურუმ განვლო გრძელი და ბედნიერი ცხოვრება. მას მომვლელების მხრიდან სითბო და ყურადღება არ მოკლებია.

Zooclub

ამასთან ერთად, ნაკრძალის წარმომადგენლებმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნეს როჯერის ფოტო, რომელიც სიკვდილიდან რამდენიმე დღით ადრე გადაიღეს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?