ამერიკელმა ეკოლოგებმა, სანაპიროზე, სიკვდილის პირას მყოფი ასობით გაყინული ზღვის კუ აღმოაჩინეს
ამერიკელმა ეკოლოგებმა, სანაპიროზე, სიკვდილის პირას მყოფი ასობით გაყინული ზღვის კუ აღმოაჩინეს
ბოლო კვირების მანძილზე, თითქმის ორი ასეული ზღვის კუ კეიპ-კოდას (მასაჩუსეტსი​, აშშ) ნაპირებთან მოკვდა. რეგიონში ანომალიურმა სიცივემ წყლის ბინადრების მასიური სიკვდილიანობა გამოიწვია. მაშველებმა ცხოველები გაყინულ მდგომარეობაში იპოვეს. სამწუხაროდ, სპეციალისტებმა მხოლოდ 54 მათგანის გადარჩენა შეძლეს.

ორგანიზაცია Massachusetts Audubon Society’s Wellfleet Bay Wildlife Sanctuary-ის კოორდინატორის, ჟანეტ კერის განცხადებით, ასობით კუ მენის ყურეში გაყინული იპოვეს.

ცხოველების უმეტესობა ცივ წყლებში გაყინული აღმოაჩინეს, ზოგიერთმა მათგანმა ნაპირთან მისვლა შეძლო. მათ შორის იყვნენ ატლანტიკური რიდლის ინდივიდები (კუს სახეობა, რომელიც წითელ წიგნშია შესული და გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს მიეკუთვნება).

Mass Audubon-ის
ინფორმაციით, ზღვის კუები, რომლებიც ზაფხულის განმავლობაში კეიპ-კოდის ყურეში იკვებებიან, ანომალიური სიცივის მსხვერპლნი გახდნენ. ისინი აღმოჩნდნენ
ნახევარკუნძულის მახეში. ცხოველების სხეულის ტემპერატურა დავარდნილი იყო წყლის ტემპერატურამდე და მათ შინაგანმა ორგანოებმა მუშაობა შეწყვიტეს.

Zooclub

სპეციალისტებმა დაჭერილი 200 ინდივიდიდან მხოლოდ 54 მათგანის გადარჩენა შეძლეს.

"ძალიან ციოდა, ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ პატარა იყო, ამიტომ მათ გაყინვას დიდი დრო არ დასჭირდა", - ამბობს სპეციალისტი.

ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ გლობალურმა დათბობამ კუებს ჩრდილოეთით მიგრირება აიძულა, თუმცა, სიცივემ ცხოველები გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო და სტიქიის წინააღმდეგ ისინი დაუცველნი აღმოჩნდნენ.

Zooclub

გადარჩენილი კუები Massachusetts Audubon Society’s Wellfleet Bay Wildlife-ის ნაკრძალსა და New England Aquarium-ის ოკეანერიუმში გადაიყვანეს.

წყარო: buzzfeednews
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?