მომაკვდავმა ვეშაპმა ადამიანებთან დახმარების სათხოვნელად ყურეში შეცურა
მომაკვდავმა ვეშაპმა ადამიანებთან დახმარების სათხოვნელად ყურეში შეცურა
16 მეტრის სიგრძის ვეშაპმა, საშინელი ჭრილობით, საფრანგეთის სამხრეთით, სანტ-სიპრიენის სიახლოვეს ყურეში შეცურა. მომაკვდავი გიგანტი ადამიანებს მიუახლოვდა, თითქოს დახმარებისთვის ბოლო იმედს ითხოვდა.

ღრმა ჭრილობიდან გამოსულმა სისხლმა ნაპირზე წყალი წითლად შეღება. სწრაფად შეკრებილი სამაშველო ჯგუფი ამაოდ ცდილობდა ცხოველის გადარჩენას. ვეშაპმა ბოლოჯერ ამოსწია თავი და ნაპირთან შეკრებილი ასობით ადამიანის თვალწინ,  წყლის ფსკერზე დაეშვა. შემთხვევის ადგილზე მყოფი სპეციალისტების აზრით, წყლის ბინადარი ზოლიანი ვეშაპების რიგს მიეკუთვნებოდა. იგი ამ სახეობებს შორის სიდიდით მეორეა.

რეგიონალური სამეთვალყურეო ცენტრის წარმომადგენლები
და ხმელთაშუა ზღვის სამაშველო ჯგუფი კოორდინირებული ოპერაციისთვის გაემგზავრნენ. "სპეციალისტებმა მუნიციპალურ ხელმძღვანელობას უბრძანეს, არ ემოქმედათ და დალოდებოდნენ, სანამ ვეშაპი მოძრაობას დაიწყებდა", - ამბობს სანტ-სიპრიენის მერი, ტერი დელ პოსო. მისი თქმით,
ქალაქის მერია მუდმივად ხაზზე იყო სამაშველო ჯგუფთან, რომელიც ვეშაპის დახმარებას ცდილობდა. ინციდენტს ასობით ადამიანი თვალს ადევნებდა, თუმცა, სამწუხაროდ, დაჭრილი ცხოველი დაიღუპა. ამჟამად, წყლის გიგანტური ბინადრის ამოყვანა იგეგმება, რადგან ყურეში გემების მთავარი შესასვლელი ჩაკეტილია.

Zooclub

მას შემდეგ, რაც ვეშაპს წყლის ფსკერიდან ამოიყვანენ, საზღვაო ბიოლოგები გამოიკვლევენ მის ქსოვილს, რათა სიკვდილის მიზეზი დაადგინონ.

Zooclub

ზოლიანი ვეშაპი მსოფლიოს ყველა ოკეანეს ღრმა წყლებში გვხვდება - დაწყებული პოლარული წყლებიდან, დამთავრებული ეკვადორით. ცნობილია, რომ მას უნარი აქვს, ამოვიდეს წყლის ზედაპირზე საკვების მოპოვების მიზნით.  გარდა ამისა, მეცნიერებმა ცოტა რამ იციან მათი მიგრაციის სქემის შესახებ. ერთადერთი მტაცებელი, რომელსაც შეუძლია ზოლიან ვეშაპზე ნადირობა, ცალნამგალა ვეშაპია. ეს წყლის მტაცებელი თავისი სიჯიუტითაა ცნობილი. მას შეუძლია არაერთი კილომეტრი უთვალთვალოს ზოლიან ვეშაპს, ჩაუსაფრდეს, სანამ ამ უკანასკნელს ძალები არ გამოელევა და წყლის ფსკერისკენ არ ჩაიძირება, რათა შემდეგ ნაწილებად დაფლითოს და შეჭამოს.

Zooclub

შესაძლოა, ზოლიანი ვეშაპი, რომელიც ნაპირთან ჭრილობებით მივიდა, სწორედ ცალნამგალამ დააზიანა. ზუსტი მიზეზის დადგენას სპეციალისტები მას შემდეგ შეძლებენ, რაც მკვდარ ვეშაპს წყლიდან ამოიყვანენ.

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ:

კოიოტის ლეკვი დახმარების სათხოვნელად თავად მივიდა ადამიანებთან

ჭექა-ქუხილის დაწყებამდე 3 შვლის ნუკრი ტყის სიახლოვეს მდებარე სახლში შევარდა და სასტუმრო ოთახში მოკალათდა

გასაცოდავებული ვეფხვი, მოტეხილი კბილებით, ადამიანებთან დახმარების სათხოვნელად მივიდა
Tbilisi
საწყალი (((
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?