უნიკალური კადრები: ზღვის ლომი ვეშაპის პირში შემთხვევით აღმოჩნდა, თუმცა, მან წყალში გადახტომა მოასწრო
უნიკალური კადრები: ზღვის ლომი ვეშაპის პირში შემთხვევით აღმოჩნდა, თუმცა, მან წყალში გადახტომა მოასწრო
ველური ბუნების 22 წლის ფოტოგრაფი და ზღვის ბიოლოგი ჩეიზი დეკერი თვლის, რომ მან გადაიღო მსოფლიოში პირველი ფოტო, სადაც ასახულია, თუ როგორ ყლაპავს ვეშაპი ზღვის ლომს.

22 წლის ფოტოგრაფი, სპეციალისტებთან ერთად, მონტერეის ყურეში გავიდა ნავით, სადაც ის არაორდინალური ფაქტის მომსწრე გახდა.

"ეს დიდი ჯგუფი იყო - სამი უკბილო ვეშაპი და დაახლოებით ორასამდე ზღვის ლომი. ადრე ჩვენ ვხედავდით 100-მდე ვეშაპსა და 3 000-მდე ზღვის ლომს - ეს სიგიჟე იყო", - ამბობს ჩეიზი დეკერი.

ზღვის უზარმაზარი ცხოველები ანჩოუსებს "მიირთმევდნენ", როდესაც ერთ-ერთი ვეშაპის პირთან წარმოუდგენელი რამ
აღმოჩნდა.

Zooclub

"ჩვენ დიდხანს ვაკვირდებოდით, თუ როგორ იკვებებოდნენ ისინი, ხოლო შემდეგ ისეთი რამ მოხდა, რაც შესაძლოა,
ცხოვრებაში ერთხელ იხილოთ. ეფექტური ფოტოს გადასაღებად, ერთი წამი მქონდა", - ამბობს ფოტოგრაფი.

Zooclub

კუზიან ვეშაპს არ აქვს კბილები, მას ზედა ყბაზე რქოვანი ფირფიტა გააჩნია (ე.წ. "ვეშაპის ულვაში"), რომელიც ბიოფილტრის როლს ასრულებს.  ამასთანავე, მისი საყლაპავი მილი ძალიან ვიწროა და ლოგიკურად ზღვის ლომი მისი საკვები ობიექტი ვერ გახდებოდა, თუმცა, კადრები შთამბეჭდავი გამოვიდა.

როგორც წესი, ვეშაპის ყლაპვის პროცესი 5 წამზე ნაკლებ დროს გრძელდება, თუმცა, ამ შემთხვევაში ჩეიზიმ აღნიშნა, რომ წყლის ცხოველი ღია პირით დაახლოებით 15 წამი ეშვებოდა ქვემოთ, რათა ზღვის ლომისთვის გაცურვის საშუალება მიეცა. უზარმაზარი წყლის ბინადარი მას ვერ გადაყლაპავდა, თუმცა, დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ ცხოველისთვის დაზიანებები მიეყენებინა.

"ვეშაპმა ყბები არ დაკეტა, ხოლო ზღვის ლომმა წყალში გადახტომა შეძლო", - ამბობს დეკერი.

Zooclub

ჩეიზის თქმით, ზღვის მტაცებლებმა, ისეთები როგორებიც არიან ზღვის ლომები, დელფინები, ზვიგენები და ვეშაპები განვითარების ეტაპზე თანაცხოვრება ისწავლეს. შედეგად, ისინი ერთად ნადირობენ. ახალგაზრდა ფოტოგრაფი თვლის, რომ ვეშაპის პირში მოხვედრა ნებისმიერი წყლის მტაცებლისთვის უიშვიათესი შემთხვევაა, რადგან ეს უკანასკნელი ძირითადად პლანქტონებით იკვებება.

წყარო: bbc.com

ასევე იხილეთ:

მეთევზემ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ბადეში გახვეული ვეშაპი გაათავისუფლა

"საკვები ჯაჭვი": მამაკაცმა ფრინველი გადაიღო, რომელსაც პატარა ზვიგენი კლანჭებით მიჰყავდა, ზვიგენს კი კბილებით თევზი ეჭირა

მამა-შვილი ლომების ემოციური ჩახუტება: ისე როგორც "მეფე ლომის" ცნობილ სცენაში
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?