მამა-შვილი ლომების ემოციური ჩახუტება: ისე როგორც "მეფე ლომის" ცნობილ სცენაში
მამა-შვილი ლომების ემოციური ჩახუტება: ისე როგორც "მეფე ლომის" ცნობილ სცენაში
საბინ ბერნეტი კენიის ნაკრძალ მასაი-მარაში დოკუმენტურ კადრებს იღებდა, როდესაც მის ობიექტივში ხვადი ლომისა და მისი ნაშიერის ჩახუტება მოხვდა. 53 წლის პარიზელმა ფოტოებზე ცხოველთა მეფე უჩვეულო სიტუაციაში აღბეჭდა - ბოკვერმა მამის თბილი გრძნობები გამოიწვია.

საბინ ბერნეტი საფრანგეთიდან მასაი-მარას ნაკრძალს ესტუმრა, რათა საბავშვო წიგნისთვის კადრები გადაეღო.

მტაცებელი მამა-შვილის ჩახუტება "მეფე ლომის" კადრებს გაგახსენებთ. ბოკვერი მშობელს ეხუტებოდა, სანამ სხვა პატარა მტაცებლები ბალახებში იმალებოდნენ.

Zooclub

"ხვადი ლომი თითქოს თავის დამალულ ნაშიერებს, რომლებიც მას სათამაშოდ ჩაუსაფრდნენ,  ვერ ხედავდა და ბოლო წამს შეამჩნია. შემდეგ მათ თამაში მხიარულად განაგრძეს",
- ამბობს საბინი.

Zooclub

Zooclub

"განსაკუთრებით მომწონს ის წამები, როდესაც მამა თავის ნაშიერს ნაზად ეხუტება - კონტრასტი
მისი უხეში ძალისა და სირბილის, უზარმაზარი თათები ნაზად ეხვევა პატარა ბოკვერს", - აღნიშნავს ფოტოგრაფი.

Zooclub

"ასევე, გაოცებული ვიყავი, თუ როგორ ნაზად ეთამაშებოდა ხვადი ლომი თავის შვილებს... ეს გამოიყურება ისე, თითქოს ლომების ოჯახი სიამოვნებას იღებს ერთად გატარებული დროით და მხიარულობს".

Zooclub

მასაი-მარას ნაკრძალში გადაღებული კადრები ძალიან ჰგავს მულტიპლიკაციური ფილმის "მეფე ლომის" გმირების სცენას, როდესაც მამა-შვილი, მუფასა და სიმბა ერთმანეთს ეხუტებიან.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

სავანაში მაიმუნმა ზუსტად გაიმეორა სცენა მულტიპლიკაციური ფილმიდან "მეფე ლომი"

ლომების ოჯახი დაშავებულ მელიას შეხვდა, რაც შემდეგ მოხდა დაუჯერებელია

ცხოველთა მეფესაც კი ეშინია ძუ ლომის - უნიკალური ფოტო, რომელიც მონადირემ საფარაში გადაიღო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?