სავანაში მაიმუნმა ზუსტად გაიმეორა სცენა მულტიპლიკაციური ფილმიდან "მეფე ლომი"
სავანაში მაიმუნმა ზუსტად გაიმეორა სცენა მულტიპლიკაციური ფილმიდან "მეფე ლომი"
მულტიპლიკაციური ფილმიდან "მეფე ლომის" ცნობილი სცენა "Circle of Life", სადაც ხელში აყვანილი სიმბა სავანას გადაჰყურებს, რეალურ ცხოვრებაში მაიმუნმა გაიმეორა.

რეალურ ცხოვრებაში ხელოვნების გარკვეული მონაკვეთის კოპირება მოხდა, როდესაც დედამ საკუთარი ნაშიერი ზეცისკენ ასწია და ანიმაციური ფილმის ზუსტი იმიტაცია მოახდინა.

Zooclub

ფაქტი, როცა ბაბუინმა და მისმა შვილმა ცნობილი სცენის იმიტირება მოახდინეს, ბრიტანულმა გამოცემა "Metro"-ს ფოტოგრაფმა, დაფნა ბენ ნუნმა, გადაიღო. 38 წლის ქალი ზიმბაბვეში მოგზაურობისას უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სახეობის მაიმუნს აფრიკის არა ერთ რეგიონში შეხვდებით, დაფნა დედა-შვილი ბაბუინის ხილვით გაოცებული იყო.

"ვერ ვიჯერებდი, როდესაც ზრდასრული ბაბუინი შვილთან ერთად დავინახე. იგი ძალიან ჰგავდა სიმბას. შთამბეჭდავი სანახაობა რამდენიმე
წამი გრძელდებოდა, თუმცა, ამის ხილვა ძალიან საინტერესო იყო", - ამბობს ფოტოგრაფი.

Zooclub

არსებული კადრები 1994 წელს ძალიან პოპულარული გახდა და ყოველივე ელტონ ჯონის საუნდტრეკის დამსახურებაა.

Zooclub

შეგახსენებთ, რომ მულტიპლიკაციურ ფილმში მანდრილი, სახელად რაფიკი, "Circle of Life"-ის მუსიკალური კომპოზიციის ფონზე, უახლოვდება კლდის კიდეს და ახალშობილ ბოკვერ სიმბას მაღლა სწევს.

წყარო: metro.co.uk

ასევე იხილეთ:

ინგლისში ნამდვილი "სკუბიდუ" აღმოაჩინეს

დაგრეხილი დრუნჩები და დიდი ნესტოები... დისნეის მულტიპლიკაციური ფილმის გმირი რეალურად შექმნეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?