დაგრეხილი დრუნჩები და დიდი ნესტოები... დისნეის მულტიპლიკაციური ფილმის გმირი რეალურად შექმნეს
ოდესმე შეგიმჩნევიათ, თუ როგორ გამოიყურება ცხენი დისნეის მულტიპლიკაციურ ფილმებში?

ახლა კი წარმოიდგინეთ ანიმაციური ცხოველი რეალურ ცხოვრებაში...

შედეგად მიიღებთ ცხენის სახეობას ელ რეი მაგნუმს.

Zooclub

ცხენის უჩვეულო ჯიში ვაშინგტონის (აშშ) ერთ-ერთ ფერმაში გამოიყვანეს.

მისი ღირებულება რამდენიმე მილიონ დოლარს აღწევს.

ამ სახეობას აქვს ცხენისთვის არადამახასიათებელი სახის მოყვანილობა - დიდი თვალები და დიდი ნესტოები.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ცხოველთა დამცველები ნეგატიურად განეწყვნენ, რადგან ცხენს სახის მოყვანილობის გამო, შესაძლოა, სუნთქვის პრობლემები შეექმნას.

Zooclub

"ძაღლს სუნთქვა შეუძლია ადამიანივით - როგორც ცხვირით, ისე პირითაც, მაგრამ ცხენი მხოლოდ ცხვირის საშუალებით სუნთქავს.
ვფიქრობთ, რომ ამ ჯიშისთვის ფიზიკური აქტივობა განსაზღვრული იქნება", - ამბობს ბრიტანელი ვეტერინარი ტიმ გრიტი.

ცნობილი
ჟურნალის "Veterinary Record"-ის რედაქტორმა ამ მოვლენის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა:

"როდის დასრულდება ეს უმსგავსობა? ნუთუ ასეთი ცუდია, როდესაც ცხენი ჰგავს ცხენს და არა ანიმაციური ფილმის პერსონაჟს?!"

ელ რეი მაგნუმის მომშენებელი ცხოველთა დამცველების მოსაზრებას არ ეთანხმება. მისი თქმით, ცხოველებს ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ აქვთ.

ასევე იხილეთ:

ახალტეკინური ცხენი-თურქმენეთის ნაციონალური სიამაყე

8 დაუჯერებელი ჰიბრიდი ცხოველი, რომლებიც ნამდვილად არსებობენ

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და იშვიათი ცხენი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?