4 ოქტომბერს მსოფლიოში ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
4 ოქტომბერს მსოფლიოში ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეს მთელ მსოფლიოში 4 ოქტომბერს აღნიშნავენ. ეს დღე 1931 წელს, ფლორენციაში (იტალია), ცხოველთა დაცვის საერთაშორისო კონგრესზე ბუნების დამცველებმა დააწესეს. მათ მოუწოდეს კაცობრიობას, ყურადღება მიაქციონ პლანეტის ბინადრებს.

4 ოქტომბერი კათოლიკე წმინდანის, ფრანცისკი ასიზელის (Feast Day of St Francis of Assisi, 1181/1182 — 1226) ხსენების დღეა. მას ცხოველთა მფარველად მოიხსენიებენ. 


თბილისში, ამ დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა აქტივობა გაიმართა. ზოოპარკში ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი ღონისძიებები, ხოლო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ახალ მზიურში ლეკვების, კნუტებისა და მიტოვებული ძაღლების გაჩუქების აქცია მოაწყო. გარდა ამისა, ჩატარდა საინფორმაციო ხასიათის
დისკუსია, თუ რა პასუხისმგებლობები და მოვალეობები უნდა ჰქონდეთ ცხოველთა მფლობელებს. ასევე, გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება.

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub




კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?