ხსენებულ ტენდენციას არც საქართველო ჩამორჩება. აქ ცხოველთა დღის აღნიშვნა გაცილებით ადრეც კი დაიწყო: 2 აპრილს, ლისის ტბის თავშესაფარმა ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება გამართა. როგორც აქციის ორგანიზატორმა, ფიონა კოქსშელმა განაცხადა, ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო ღია კარის დღის მოწყობა. ცხოველების მონახულება ყველა მსურველს შეეძლო, მათ შორის, ბავშვებსაც, რომლებიც ადრეული ასაკიდან უნდა მიეჩვიონ ცხოველებზე ზრუნვას და ისწავლონ მათი სიყვარული.

ღია კარის დღეზე ძაღლების გაჩუქებაც იყო


კვირას, 3 აპრილს კი თბილისის მერიის შენობასთან იგეგმება აქცია, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება.

აქციაზე გაჟღერდება შემდეგი საკითხები:
1) უსახლკარო ცხოველების სიცოცხლის უფლების აღიარება.
2) ჯანმრთელი და არააგრესიული ცხოველის სიცოცხლის ხელშეუხებლობა.
3) მიკედლებული ცხოველის ხელშეუხებლობა და მიმკედლებლის უფლებები.
4) მეტი ყურადღება კატების პოპულაციის მართვაზე, მათი პირობების გაუმჯობესება.
5) მუნიციპალურ, ანდა სხვა თავშესაფრებში სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვა.
6) 259-ე მუხლის ამოქმედება, მისი აღსრულების მოთხოვნა.
7) მოსახლეობაში იმის განცდა, რომ ცხოველებს ჰყავთ დამცველები.
8) მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
გარდა ამისა, მსურველებს შეუძლიათ, უპატრონო ცხოველებისთვის აქციაზე საკვები მიიტანონ.
ორშაბათს 4 აპრილს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ლეკვების გაჩუქების აქციას გამართავს. გაჩუქდებიან სააგენტოს თავშესაფრის ბინადარი გასტერილებული და აცრილი ლეკვები. აქცია გაიმართება თბილისში, ბუკიას პარკში.
როგორც ცნობილი გახდა, 4 აპრილს, უსახლკარო ცხოველების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თბილისში მდებარე ერთ-ერთი ვეტერინარული კლინიკა უსახლკარო ცხოველებისთვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს.
,,მოგვმართეთ დილის 11:00-დან საღამოს 17:00 საათამდე მისამართზე: ა. ყაზბეგის გამზ. 20ა,''- აცხადებს კლინიკა საკუთარ facebook-ის გვერდზე.
რაც შეეხება რეგიონებს, ქალაქ გორის მერიის მიუსაფარ ცხოველთა თვშესაფარი სოლიდარობას უცხადებს მიუსაფარ ცხოველებს და ახალბაღის ტერიტორიის ცენტრალურ შესასვლეთან, 4 საათზე ძაღლებისა და ლეკვების გაჩუქების აქციას ატარებს.
თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის