4 აპრილს ბუკიას ბაღში უსაყვარლესი მეტისის ლეკვები გაჩუქდებიან
4 აპრილს ბუკიას ბაღში უსაყვარლესი მეტისის ლეკვები გაჩუქდებიან
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 4 აპრილს ბუკიას ბაღში მუნიციპალური თავშესაფრიდან გამოყვანილი გასტერილებული, იდენტიფიცირებული და ვაქცინირებული ლეკვების გაჩუქების აქციას მართავს. ღონისძიება მიძღვნილია უპატრონო ცხოველების საერთაშორისო დღისადმი, რომელსაც მსოფლიო 2011 წლიდან ყოველ 4 აპრილს აღნიშნავს.

გაჩუქების აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობადი სახეები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოხალისეები, დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები და მოქალაქეებს გაეწევათ სხვადასხვა სახის კონსულტაცია ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის დაცვისა და ჰუმანური მოპყრობის დანერგვის მიმართულებით, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და ცხოველების პოპულაციის მართვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

4 აპრილს
უსაყვარლესი ლეკვები თქვენ, თავის ახალ, მზრუნველ და ყველაზე მოსიყვარულე პატრონებს დაგელოდებიან!


გელით ბუკიას ბაღში!

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub


მთვარისა
მე რომ არ მყავდეს აქ ამხელა ვირი ერთ-ერთს აუცილებლად წავიყვანდი :/
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?