ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ზოოპარკი და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ღონისძიებებს გეგმავს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ზოოპარკი და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ღონისძიებებს გეგმავს
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ზოოპარკი, ტრადიციულად, სხვადასხვა ღონისძიებით პატარა დამთვალიერებლებს უმასპინძლებს.

ზოოპარკის პატარა სტუმრებს მეკობრეების გასართობი თემატიკის ღონისძიება დახვდებათ. გასართობი პროგრამა 11:30-დან 19:00 საათამდე გაგრძელდება.

12:00 საათიდან, ზოოპარკის ტერიტორიაზე,  ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, თავშესაფრის ბინადარი შინაური ცხოველების გაჩუქების აქციას გამართავს. აქციის ფარგლებში მიუსაფარი შინაური ცხოველები გაჩუქდებიან.

11:30-დან 14:00 საათამდე ბავშვებს "საგა" გაახარებს თამაშებით, კონკურსებით, საჩუქრებითა და სიურპრიზებით. პატარებს შეხვდებიან მიკი, მინი მაუსები და სპაიდერმენი.

1 ივნისს ზოოპარკი პატარებს მრავალფეროვანი პროგრამით ელოდება.

იხილეთ ღონისძიების განრიგი დეტალურად
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?