პანდა 2 თვის შვილზე მზრუნველობს და გულში იხუტებს (+ვიდეო)
დიდი პანდა - ჩინეთის ნაციონალური სიმბოლო. ამ ცხოველებზე ადგილობრივები ზრუნავენ და მათთვის ეს საოცრად საყვარელი არსება ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩაიმლონგის საფარი-პარკში, ორი თვის წინ, მნიშვნელოვანი რამ მოხდა: გაჩნდა პანდას ნაშიერი. 20 სექტემბერს ლონგ-ზაი პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე - რა თქმა უნდა, დედის თანხლებით, რომელიც მას თვალს არ აშორებდა.

Zooclub

ჩვეულებრივ, მდედრი პანდები საკუთარი ნაშიერების მიმართ მზრუნველობით არ გამოირჩევიან, ამიტომ  მომვლელები ახალშობილებს თავად ზრდიან, თუმცა, ეს ის შემთხვევა არ არის, რადგან  მშობელი ზაის ნამდვილ დედობას უწევს.

Zooclub

დედა პანდა შვილს ახალი სამყაროს გაცნობაში ეხმარება. ცხოველი თავის ნაშიერზე
ზრუნავს - ფრთხილად გადაჰყავს ის ადგილიდან, ეხუტება და როგორც მომვლელები ხუმრობით აღნიშნავენ, იავნანასაც უმღერის.

Zooclub

ლონ-ზაი
12 ივლისს დაიბადა და დღეს ის 3 კგ-მდე იწონის.

დააკვირდით, რა საყვარელი და ფუმფულა არსებაა.

Zooclub

საფარი პარკის თანამშრომლების თქმით, პატარა პანდა თავს კარგად გრძნობს და სწორად ვითარდება.

დიდი პანდა (ან ბამბუკის პანდა) ცენტრალურ ჩინეთში ბინადრობს. ველურ ბუნებაში მათი რაოდენობა 2 000-მდე შემორჩა, მაგრამ გარემოს დამცველების დამსახურებით, ბოლო ათეული წლის განმავლობაში, პანდების პოპულაცია 17%-ით გაიზარდა.

წყარო: dailymail
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?